უცნობი, კახა კალაძე, სალომე ჭაჭუა - ფეთქებადი, ტემპერამენტიანი, ვნებიანი და მგრძნობიარე ცხენები

უცნობი, კახა კალაძე, სალომე ჭაჭუა - ფეთქებადი, ტემპერამენტიანი, ვნებიანი და მგრძნობიარე ცხენები

კახა კალაძე, თამარ სანიკიძე, მამუკა ხაზარაძე, გია გაჩეჩილაძე (უცნობი), თამუნა ნიკოლაძე, პაატა გულიაშვილი, სალომე ჭაჭუა, სოფო ნიჟარაძე - ეს ცხენის წელში დაბადებულ ცნობილ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია. ცხენი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გაქვთ. ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება. ტემპერამენტიანი და ფეთქებადია, კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას ადვილად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა. შეყვარებული ცხენი, საყვარელი ადამიანის გამო ბევრ დათმობაზეა წამსვლელი. მისი ვნება ძლიერია, რასაც ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი ემატება. აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ადამიანებს.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცხენის წელში დაბადებული თევზებია. უცნობია, ოდესმე შეუდგენია თუ არა პირადი ასტროლოგიური რუკა და რამდენად ითვალისწინებს რჩევებს. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები პოლიტიკურ და დიპლომატიურ სარბიელზე წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე თხის რქაა. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანების უმეტესობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან ისახავს მიზანს და როგორც კლდის მწვერვალისკენ მიმავალი ვაცი, ასეთივე მიზანსწრაფულობით მიიწევს წინ. ის სიტყვა­ძუნწი, წესრიგის მოყვარული და შესაშურად შრომისუნარიანია. ამ ნიშნით დაბადებულს დაბრკოლებები აძლიერებს.

ცხენის წელში დაბადებული ადამიანები ახალი წლის დადგომისთანავე სიტუაციის ბატონ-პატრონად იგრძნობენ თავს. მათ უმრავლესობას წინდახედულობა, სერიოზულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა ერთიორად მოემატება. ასტროლოგები ყველა ცხენს ურჩევენ, რომ ამ წელს ყურადღება არ მოადუნოს. მათი დაუკვირვებლობის გამო შესაძლოა, 2014 წლის ბოლო დეკადაში კონფლიქტურმა სიტუაციებმა იმატოს.

გია გაჩეჩილაძე (უცნობი), მომღერალი:

- მე 1966 წელს ვარ დაბა­დე­ბული. ეს ცეცხლოვანი ცხენის წელია. ასტროლოგიით დიდად დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ვიცი, ცეცხლოვანი ცხენის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება.

- თქვენი ნიშნის დახასიათება წაკითხული გაქვთ?

- დიახ. თევზები ვარ. ჩემი ნიშნის სიმბოლო საპირისპირო მიმართულებით მცურავი 2 თევზია.

- ეს თქვენს ხასიათზე აისახება?

- კი, ცვალებადი ხასიათი მაქვს.

- თქვენი წელი დაიწყო. განსაკუთრებული მოლოდინი გაქვთ?

- შეიძლება ითქვას, რომ ასეა. გულის სიღრმეში კარგი სიახლეების მოლოდინი მაქვს.

- ცხენი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გაქვთ".

- რომ გითხრა, - კომპლიმენტებზე ვგიჟდები-მეთქი, ტყუილი იქნება. ამ დროს ადამიანები ყოველთვის გულწრფელები არ არიან და ეს იგრძნობა. თუ ქათინაური გულწრფელია, მიხარია და კარგ ხასიათზე ვდგები.

- ფიცხი ცხენი კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას ადვილად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა".

- ხასიათის ეს შტრიხი ზუსტადაა გადმოცემული. -ფეთქებადი" ვარ, მაგრამ გულში წყენის ჩადება არ მჩვევია და არც სამაგიეროს გადახდაზე ვფიქრობ.

- ბევრი ცხენი ხშირად, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება".

- გააჩნია, აქ რა იგულისხმება. დასახული მიზნის მისაღწევად ჩემთვის ყველანაირი მეთოდის გამოყენება მისაღები არ არის, მით უმეტეს, იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ჩემს სინდისს ეწინააღმდეგება. ამას არ ვიკადრებ, ადამიანებზე არ -გადავივლი".

- ასტროლოგები წარმატებას პოლიტიკურ და დიპლომატიურ სარბიელზე გიწინასწარმეტყველებენ. ეს გზა არ აირჩიეთ, მიუხედავად იმისა, რომ ქარიზმატული პიროვნება ხართ.

- იმას, რასაც ვაკეთებდი, ზოგიერთი პოლიტიკას უწოდებდა. ეს ჩემი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული იყო, სხვა არაფერი. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ პოლიტიკოსი გავმხდარიყავი და ამას მომავალშიც გამოვრიცხავ. კაბინეტის ადამიანი არ ვარ. საჯარო სამსახურში ვერ გავძლებ. თავისუფლება მიყვარს და უნდა ვაკეთო ის, რაც მსურს და როცა მინდა. მე არც პოლიტიკაში წამსვლელი ვარ, არც - ჰალსტუხის გამკეთებელი.

-ამ ადამიანს თავი სულ ახალი იდეებით აქვს სავსე. მოუსვენარი, კონტაქტური და ცვალებადია". საინტერესოა, ამჟამად რაზე მუშაობთ?

- ბატონ გია ყანჩელის მუსიკაზე ახალ შოუს გავაკეთებ, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის ძალზე საინტერესო და ნოვატორული იქნება. ამას დიდი შრომა, ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება. იმედია, გაზაფხულისთვის ყველაფერი მზად იქნება და შოუს ქართველი მაყურებელი იხილავს. მინდა, რუსთაველის თეატრში დაიდგას.

- ასტროლოგები - ქრონიკულად მეოცნებე ადამიანს" გიწოდებენ. მათ ეთანხმებით?

- ჰამაკი, წამოწოლა, ოცნება მიყვარს. ეს სიმართლეა და ამას ვერსად გავექცევი. მიწაზე მყარად მდგომი ადამიანი არ ვარ. ამაში ცუდი რა არის?

- ეს ხელოვანების თვისებაა... ასტროლოგები ამბობენ, რომ პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის გამუდმებით მერყეობთ.

- საუბრის დასაწყისში გითხარით, - ჩემში 2 ადამიანი ცხოვრობს-მეთქი. საბედნიეროდ, პესიმიზმს ოპტიმიზმი ყოველთვის სძლევს, მაგრამ უნდა ვაღიარო, ჩემში არც პესიმიზმია მცირე დოზით.

- სიჯიუტე თქვენი თვისებაა?

- ჯიუტი ვარ. კამათი მიყვარს. განსხვავებული აზრის თქმაც მიყვარს და მოსმენაც. სიჯიუტეს კამათის დროსაც ხშირად ვიჩენ.

-შეყვარებული ცხენი საყვარელი ადამიანის გამო ბევრ დათმობაზეა წამსვლელი. მისი ვნება ძალზე ძლიერია, რასაც ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი ემატება. აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა".

- სიყვარული ადამიანების ნიჭია და არა - უბრალო გრძნობა. არ შეიძლება, უნიჭო კაცმა ვინმეს შეყვარება შეძლოს. სასიყვარულო ფრონტზე არასდროს წამიგია.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ჩემი და ლევანის ოჯახი, ჩვენი შვილები და შვილიშვილები უკლებლივ ჩვენს მშობლებთან ვიკრიბებით. წლებია, ახალ წელს ასე ვხვდებით და ამ ტრადიციის დარღვევას არც მომავალში ვაპირებთ. ეს არის დღესასწაული, რომელიც ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად უნდა იზეიმო.

მსახიობი თამუნა ნიკო­ლაძე ცხენის წელში დაბა­დებული ტყუპია. ახალი წლის დღესასწაული გამორჩეულად უყვარს. რაც უნდა დაღლილი იყოს, საახალწლო სამზადისისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებს: რთავს ნაძვის ხეს, ალამაზებს სახლს, ამზადებს გოზინაყს... წელს განსაკუთრებული ახალი წელი აქვს, რადგან თებერვალში დისშვილს ელოდება.

- მამა და მე ცხენის წელში ვართ დაბადებულები და ამ წელს იბადება ჩემი დისშვილიც. ოჯახში 3 ცხენი ვიქნებით.

- ქალებს რომ ქათინაურების თქმა უყვართ, ცნობილია. ეს განსაკუთრებით, ცხენ ქალებს სიამოვნებთო, მართალია?

- მართლაც ასეა. კომპლიმენტის თქმისას სიყალბეც შეიძლება ვიგრძნო, მაგრამ ამას არასდროს შევიმჩნევ და მადლობას გადავუხდი.

- ფიცხი ხარ?

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა წლების წინ უფრო ადვილი იყო. მას მერე, რაც გავიზარდე, თავშეკავება და საკუთარი თავის კონტროლი ვისწავლე, მართალია, იოლად ვბრაზდები, მაგრამ გაბრაზებაც იოლად გადამივლის ხოლმე. 2-3 თბილ სიტყვას თუ მეტყვი, აუცილებლად გაპატიებ.

-ბევრი ცხენი ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება".

- ასე რომ ვიცხოვრო, ძალიან შევწუხდები. არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაში არ მჩვევია. იმდენად ემოციური ვარ, სხვა რომ მაწყენინებს, იმ სხვაზეც ვდარდობ.

-მიუხედავად გამოკვეთილი ეგოიზმისა, ცხენს ხშირად უყვარს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა".

- ეგოისტი ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი საუკეთესო ჩემი დისთვის ან ოჯახისთვის მინდა, საკუთარ თავზე ნაკლებად ვზრუნავ. ჩემს მეგობარს უკვირს, - როგორ შეგიძლია, ასე მოიქცეო? როცა ჩემს ცხოვრებაში ცხვირს ყოფენ, ეს იმდენად მაღიზიანებს, რომ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის სურვილი არასდროს გამიჩნდება.

- -თავად სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებს".

- ადრეულ ასაკში ყველას ყურს ვუგდებდი და დარიგებებსაც ვითვალისწინებდი, მაგრამ ახლა შევიცვალე. ადამიანს ვუსმენ, მის ნათქვამს ვიაზრებ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ისე ვიქცევი, როგორც თავად მივიჩნევ საჭიროდ.

- კარგი ფინანსური ალღო გაქვს?

- 7 წელია, მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ. ლარს არავის ვთხოვ. გარკვეული თანხა ყოველთვის მაქვს გადანახული, დანაზოგის გაკეთება მიყვარს. არასდროს არავის ვალი არ მქონია. მირჩევნია, სამსახურში ფეხით წავიდე და ფული სხვას არ ვთხოვო. წლების წინ, უფულობის გამო, -თავისუფალი თეატრიდან" წე­რეთლის გამზირამდე ფეხით მივედი.

-შეყვარებული ცხენი, საყვარელი ადამიანის გამო ბევრ დათმობაზეა წამსვლელი. მისი ვნება ძალზე ძლიერია, რასაც ჟინიანობა და პრინციპული ხასიათი ემატება. აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა".

- სასიყვარულო ფრონტზე იშვიათად ვხვდები. ბევრი სასიყვარულო თავგადასავალი არც მქონია, მაგრამ წაგებულიც ვყოფილვარ და ძალიან გულნატკენიც.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- მნიშვნელოვანი არაფერი. ძა­ლიან გამძაფრებული მაქვს ინტუიცია. თითქოს ვგრძნობ, რა მელოდება საქმიანობაში, როგორ განვითარდება ჩემი კარიერა, მაგრამ ვერ -ვხედავ", რა იქნება მომავალში ჩემს პირად ცხოვრებაში. საქმე, რომელსაც დღეს ვაკეთებ, კონკრეტულ ადამიანს ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემ გვერდით არავინ არის.

- ნათქვამი როგორ გავიგო? მრჩე­ბა შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე გახ­სნილი საკუთარ თავთანაც არ ხარ.

- საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი ვარ.

- იცის, რომ მას უძღვნი?

- არ ვიცი. შეიძლება, გრძნობს.

- იქნებ ვერც გრძნობს და პირდაპირ რომ უთხრა, რა მოხდება?

- ამის ნიჭი არ მაქვს.

- ახალი წლის ღამეს რა ჩაიფიქრე?

- ყველა ჩემი ნაცნობი ჯანმრთელად იყოს-მეთქი. უფალს შევთხოვე, რომ ბედნიერი ვიყო, როგორც შემოქმედებით, ასევე პირად ცხოვრებაში.

-სიმართლე გითხრა, არ მახსოვს, როდის დავიბადე (იცინის). როგორც მეუბნებიან, 1978 წელი იყო", - ხუმრობის ხასიათზე დადგა მსახიობი პაატა გულიაშვილი, როცა გაიგო, რა თემაზე უნდა გვესაუბრა.

- ცხენის წელში დაბადებული ტყუპი ვარ. ასტროლოგთან არასდროს მივსულვარ, არც პირადი რუკა შემიდგენია, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს. ცხენის წელი რომ დაიწყო, მიხარია. ყველაფერს კარგს მოველი და ვფიქრობ, კარგი წელი იქნება.

-ცხენი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გაქვთ".

- ქათინაურის თქმისას, პირფერობაც მიგრძნია და სიყალბეც. ეს ცოტათი გამაღიზიანებელია, მაგრამ მოთმინების უნარი მაქვს.

- წყენას იოლად ივიწყებ?

-ფეთქებადი" ხასიათი მაქვს, მაგრამ თუ რამე სერიოზული არ არის, წყენა მალევე მავიწყდება.

-ბევრი ცხენი ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება".

- არაკეთილსინდისიერებაში ბოროტება არ იფიქრო, ზოგჯერ ეს თავის დაცვის მეთოდია. ცხენს თავდაცვის ძლიერი ინსტინქტი აქვს.

-არაკეთილსინდისიერი მეთოდების" შენეული ახსნა როგორია?

- მე იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც საგულდაგულოდ გეგმავენ, მტერზე ჯავრი როგორ იყარონ. როდის გათენდება, რომ ხვალ სამაგიერო გადავუხადოო, - ამ განცდით არასდროს დამიძინია. მაგრამ არც ისეთი ვარ, სილა რომ გამარტყა და მეორე ლოყა მოგიშვირო.

- ეგოისტი ხარ?

- არა.

-ცხენს უყვარს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა".

- არა მგონია, ასე იყოს. ვაღიარებ, ცნობისმოყვარე ვარ. სულ მაინტერესებს, რა უდევს ადამიანს ჩანთაში, მაგრამ სხვის პირად ამბებში არასდროს ჩავრეულვარ.

- დარიგებების მოსმენა გიყვარს თუ გაღიზიანებს?

- მიყვარს.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ თავად სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებ.

- მართალია, განსხვავებულ აზრსა და რჩევებს ყოველთვის ვისმენ, მაგრამ გათვალისწინებით ნაკლებად ვითვალისწინებ. როცა საქმე საქმეზე მიდგება, მრჩევლები განზე დგებიან. მირჩევნია, გადაწყვეტილებაც თავად მივიღო და პასუხიც თავად ვაგო. რჩევები პროფესიული კუთხით უფრო გამითვალისწინებია, ხანდაზმული მსახიობისგან, ხელოვანისგან მიღებული.

-ლიდერული თვისებებისა და კარგი ფინანსური ალღოს გამო ცხენი შესანიშნავი მეუღლეა".

- შევიფერო?

- გულწრფელად მიპასუხე...

- ნაწილობრივ ასეა. ქართულ შოუბიზნესში რა ფინანსური ალღო უნდა გქონდეს?.. მიმაჩნია, რომ იღბალმა ჩემს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა, მაგრამ ამას ჩემი შრომისმოყვარეობაც უწყობდა ხელს. რაც შეეხება ფინანსურ ალღოს: მქონია შემთხვევა, როცა 2 შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, ერთი დიდად საინტერესო - არა, მაგრამ ფინანსურად მიმზიდველი იყო და მეორე პირიქით - საინტერესო, მაგრამ მატერიალურად არასასურველი. მეორე ვარიანტი ავირჩიე. საბედნიეროდ, ის პატარა პროექტი შემდგომში დიდ პროექტად იქცა.

- სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცრუება გქონია? ასტროლოგები ამბობენ, რომ შენთვის -ამ ფრონტზე წაგება იშვიათი მოვლენაა".

- ბოლო ფრაზას ვერ დავეთანხმები. სიყვარულში იმედგაცრუება არაერთხელ მქონია. ასეთი დალაგებული ცხოვრებაც არ მაქვს. წაგებას ძალიან ცუდად ვხვდებოდი. ემოციური ვარ და დეპრესიული პერიოდებიც მქონდა. უიღბლობა ყველასთვის მტკივნეულია.

- დღევანდელი გადასახედიდან, შენს მაშინდელ მდგომარეობას როგორ აფასებ?

- უბრალოდ, დრო გადის, ადამიანი არ იცვლება. მე ისევ ისეთი ფაქიზი დამოკიდებულება მაქვს ამ გრძნობის მიმართ. ეს ჩემია და ვიდრე ცოცხალი ვარ, ასე იქნება.

- ცხენის წელში დაბადებულ ტყუპზე ასტროლოგები ამბობენ: დანარჩენ ნიშნებს შორის ყველაზე მოუსვენარი, ამოუცნობი და არაპროგნოზირებადიაო.

- ეს ჩემი მეუღლისთვის რომ გეთქვა, დაგეთანხმებოდა, ნამდვილად ასეთიაო. ხასიათი ელვის სისწრაფით მეცვლება, ხშირად - უმიზეზოდაც. ცოტა მიხარია, ცოტა მწყინს, მაგრამ წყენა მალე გადამდის. ზოგადად, დამთმობი ვარ, განსაკუთრებით - ოჯახში.

- -მას საკმაოდ ვიწრო სამეგობრო წრე ჰყავს და მასაც ხშირად იცვლის".

- ამ შემთხვევაში, ასტროლოგები მწარედ ცდებიან. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში მეგობარი მყავს და ეს მეამაყება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს