მსოფლიოში ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი ჭარბწონიანია

მსოფლიოში ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი ჭარბწონიანია

მსოფლიოში თითქმის ნახევარ მილიარდ ადამიანს ზედმეტი წონა აწუხებს ან ჭარბწონიანია, - აღნიშნულია ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტის მოხსენებაში.

სპეციალისტებმა დათვალეს, რომ 1980 წლიდან 2008 წლამდე ასეთი ადამიანების რაოდენობა თითქმის სამჯერ - 250 მლნ-დან 904 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო ბოლო 5 წელიწადში მსუქანი ადამიანების რაოდენობამ ნახევარ მილიარდს მიაღწია.

ბრიტანეთის ინსტიტუტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ სიმსუქნე პრობლემას განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში წარმოადგენს, რადგან იქ მოსახლეობა უპირატესობას ცხიმიანი პროდუქტების მოხმარებას ანიჭებს.

ანალიტიკოსები შეგვახსენებენ, რომ ზედმეტი წონა კიბოს, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. ბრიტანელ სწავლულთა აზრით, ყველა ქვეყნის მთავრობამ ჭარბწონიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოსახლეობის ინფორმირებას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სიმსუქნით დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს