კახა ბექაური ივანიშვილზე - "ახლა Apple აქციების მფლობელი რომ გახდა, პროამერიკელია?"

კახა ბექაური ივანიშვილზე - "ახლა Apple აქციების მფლობელი რომ გახდა, პროამერიკელია?"

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის ქონების გაშუქებისას ჟურნალისტებს რჩევას აძლევს.

"მართლა მაინტერესებს: გაზპრომის აქციების ფლობის გამო თუ პრორუსი იყო, ახლა Apple აქციების მფლობელი რომ გახდა, პროამერიკელია?

რჩევა ჟურნალისტებს: როდესაც არ გესმით რა არის საინვესტიციო პორტფელი, როგორ იმართება ის, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები კონკრეტული კომპანიის (ბრენდის) აქციების ყიდვა-გაყიდვის შესახებ, არ უნდა დაწეროთ ამ თემაზე, ძალიან არაკვალიფიციურები გამოჩნდებით", - წერს ბექაური.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, კანონის შესაბამისად 2013 წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ჩააბარა, ბიძინა ივანიშვილი Apple Inc. Shares -ის 2400 აქციის მფობელია. თითოეული აქციის ღირებულება 556.07 აშშ დოლარია.

იხილეთ ასევე: ივანიშვილის წილი Google-ში, Apple-ში და Volkswagen-ში - ექსპრემიერის შემოსავლები, გასავლები და აქციები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს