"სამღვდელოების განათლებულმა და საღად მოაზროვნე წევრებმა ხმა უნდა ამოიღონ" - გიორგი ზურაბიშვილი

"სამღვდელოების განათლებულმა და საღად მოაზროვნე წევრებმა ხმა უნდა ამოიღონ" - გიორგი ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილის ვაჟი, სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიურ-მენტალური პრობლემების შესახებ წერს და ამ პრობლემებიდან გამოსავალს გვთავაზობს.

"სანამ "ნაციონალები" იყნენ ხელისუფლებაში, ადვილი იყო ჩვენი უბედურების მთავრობაზე გადაბრალება. მართლაც, ხელისუფლება იმდენად ამაზრზენად იქცეოდა, რომ ადამიანების მთავარი მოტივაცია სწორედ ხელოსუფლების შეცვლა გახლდათ და საზოგადოების პროგრესზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საერთოდ ყველანაირი პოზიტივი და ცხოვრების ხალისი დაკარგა.

ახლა როცა ტერორი აღარ არის და ყურადღება მხოლოდ ხელისუფლებისკენ აღარ არის მიმართული, გამოჩნდა, თუ რამხელა პრობლემები გვაქვს ჩვენ, როგორც საზოგადოებას. ბევრი ამბობს, რომ ადამიანების დეგრადაცია მატერიალური სიდუხჭირის ბრალია, რასაც ბოლომდე ვერ დავეთანხმები. შეიძლება გაჭირვებისგან მართლაც ბევრი ადამიანი სულიერადაც დამახინჯდა, მაგრამ ეს არ არის საზოგადოების მთავარი პრობლემა.

ყველაზე გულის ამრევია ფარისევლობა, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხედავ. ურაპატრიოტიზმი, რაც ჩენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი გახდა. ადამიანების სრული სიბნელე, ფაშიზმში გადაზრდილი მართლმადიდებლობა და აბსოლუტური შეუწყნარებლობა. კრიტიკული აზროვნების აბსოლუტური დეფიციტი, რის გარეშეც ინდივიდი შეუძლებელია განვითარდეს, შესაბამისად საზოგადოებაც ყოველთვის სტაგნაციაში რჩება და ყოველთვის სხვადასხვა ზედაპირულ ტრენდებს არის აყოლილი.

თან ისე გამოდის, რომ თითქოს მოჯადოვებულ წრეში ვტრიალებთ. დრო გადის, მთავრობები იცვლება და რეალურად სიტუაცია იგივე რჩება. ეს იმის ბრალია, რომ საზოგადოება კუს ნაბიჯებით წინ კი მიიწევს, მაგრამ უმთავრესი, ზემოთ აღნიშნული პრობლემები აღმოუფხვრელი რჩება. ადამიანებს არ უნდათ, რომ თავიანთი ნებით შეიცვალონ. არც ძალდატანებით იცვლება ინდივიდი და საზოგადოება. ეს ცვლილება შიგნიდან ორგანულად უნდა მოხდეს. როგორც ძალიან ტრენდურ ქვეყანას, ასეთ განვითარებას ჭირდება რაღაცნაირი კათარზისი, "პრარივი." უნდა გამოჩნდეს ადამიანების პროგრესული ჯგუფი, რომელიც უანგაროდ, ქვეყნის სასიკეთოდ გააკეთებენ საქმეს. თან ეს საქმე უნდა გაკეთდეს ლამაზი, გემოვნებიანი შეფუთვით, რომ ჩვენმა მოდურმა საზოგადოებამ იგი უპრობლემოდ მიიღოს.

უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამღვდელოების განათლებულ და საღად მოაზროვნე წევრებს. მათ ხმა უნდა ამოიღონ და შეეცადონ საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა. ეკლესია უნდა იყოს ადამიანებში პროგრესის, თვითშემეცნების, არა-მატერიალური ცხოვრების, სულიერების და სიყვარულის მთავარი მიმწოდებელი და არა ფუნდამენტალიზმთან ასოცირებული ავტორიტეტი.

საერო მხრიდან საჭირო იქნებიან ადამიანები, რომლებიც გემოვნების ჩამოყალიბებას შეეცდებიან და ამ გემოვნებით შესთავაზებენ საზოგადოებას იმ ფასეულობებს, რაც ასე გვაკლია და რასაც ასე რთულად იღებს ჩენი საზოგადოება", - წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს