ინგა გრიგოლია - არ მესმის ასეთი დაცინვა იმ ადამიანებზე, ვინც თავისმა რწმენამ მიიყვანა მამა გაბრიელის საფლავზე

ინგა გრიგოლია - არ მესმის ასეთი დაცინვა იმ ადამიანებზე, ვინც თავისმა რწმენამ მიიყვანა მამა გაბრიელის საფლავზე

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია მამა გაბრიელის საფლავზე შეკრებილ მრევლს ექომაგება და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც მორწმუნეებს დასცინის.

"რწმენით საოცრებები ხდება... თუ გჯერა - ნებისმიერი მიზანი მიღწევადია... არ მესმის ასეთი შეტევა და დაცინვა იმ ადამიანებზე, ვინც თავისმა რწმენამ მიიყვანა ამ დღეებში მცხეთაში, მამა გაბრიელის საფლავზე. არ მესმის, ვის რა უფლება აქვს დასცინოს სხვის რწმენას... ვისაც სჯერა -თავისებურად სჯერა და სულაც არაა ვალდებული საკუთარი რწმენის ხარისხი შეუსაბამოს სხვათა მოსაზრებებს... რა ვიცი... ძალიან გამაკვირვა ასეთმა შეტევამ მათზე, ვინც ამ ყინვაში რამდენიმე საათი იდგა საფლავთან... ჩვენი გადასახედიდან ადვილია ხომ სხვების განსჯა... არადა ვინ იცის, რამდენი შეჭირვებული ადამიანი სთხოვდა თავისი რწმენით ღმერთს იმ ადგილას დახმარებას...

მე გამოცდილი მაქვს ძალიან მძიმე ავადმყოფობის დროს რწმენით მომხდარი სასწაული, გამოცდილი მაქვს სრულიად წარმოუდგენელი სასწაული, როცა ჩემი რწმენა მაძლიერებდა... მეტს აღარაფერს ვიტყვი. ამიტომ მესმის ყველა ადამიანის, ვინც რწმენით აკეთებს რაღაცას - მოგწონს ფორმები თუ არა, უხერხულად მიმაჩნია დასცინო ნებისმიერს, ვისაც საკუთარი რწმენა აძლიერებს... ვიცი, რომ ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ძალიან გამაკვირვა ასეთმა კამპანიურმა შეტევამ იქ მისულ ხალხზე... დამეთანხმეთ, რომ ამ ყინვაში საათობით ტყუილად იქ არავინ იდგებოდა და სხვის სიბნელეზე საუბარი ცოტა უხერხული მგონია.

სხვათა შორის id ბარათიც მაქვს უკვე კარგა ხანია და არ მაწუხებს მხეცის ნიშნები)))))))და არც ტაბურეტკები და მთელი რიგი პროცესები მომწონს))))", - წერს გრიგოლია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მცხეთაში გზებზე მოძრაობას მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიცია არეგულირებდა. ეს იმ გარემოებამ განაპირობა, რომ მცხეთაში წუხელ მრევლის ნაკადი არ წყდებოდა, რომელიც მამა გაბრიელის საფლავზე, სამთავროს დედათა მონასტერთან მისვლას ცდილობს.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მამა გაბრიელის სულიერ შვილს, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება.

აღნიშნულ თემაზე "ინტერპრესნიუსი" მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დედა პარასკევას გამოცხადების თაობაზე დაზუსტებით არაფერი იცის. "მე ეს ისევე გავიგე, როგორც თქვენ", - აღნიშნა მან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს