შიშველი ავსტრალიელი სარეცხ მანქანაში გაიჭედა

შიშველი ავსტრალიელი სარეცხ მანქანაში გაიჭედა

შიშველი ავსტრალიელი სარეცხ მანქანაში დამალობანას თამაშისას გაიჭედა. მელბურნის მკვიდრი სარეცხ მანქანაში შეძვრა და შეყვარებულის დაბრუნებას ელოდა, იმ იმედით, რომ გოგონას გააოცებდა. შეყვარებულის სახლში მისვლის შემდეგ მამაკაცმა სარეცხი მანქანიდან დამოუკიდებლად გამოსვლა ვერ შეძლო და მაშველების გამოძახება გახდა საჭირო.

ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსა და მაშველებს ახალგაზრდისთვის ზეითუნის ზეთის წასმა მოუწიათ. "იმდენი ზეთი წავუსვით სანამ გამოძრომა არ შეძლო",- განაცხადა სერჟანტმა ტიმ გლისონმა. სერჟანტმა დასძინა, რომ მამაკაცი არ დაშავებულა.

მომზადებულია Agence France-Press-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს