ჩოგბურთელი შარაპოვა Forbes-ის ახალ რეიტინგში საკუთარი კონფეტების წყალობით მოხვდა

ჩოგბურთელი შარაპოვა Forbes-ის ახალ რეიტინგში საკუთარი კონფეტების წყალობით მოხვდა

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ჟურნალ Forbes-ის მორიგ რეიტინგში მოხვდა. ამჯერად 26 წლის რუსი სპორტსმენი "30 წელზე უმცროსი რჩეული ადამიანების" რეიტინგში აღმოჩნდა, რომელსაც ამერიკული ჟურნალი ყოველწლიურად აქვეყნებს.

ამ რეიტინგის მონაწილენი 15 სხვადასხვა დარგს წარმოადგენენ - ფინანსებს, ტექნოლოგიებს, სპორტს, კინოსა და სხვა. შარაპოვა ამ რეიტინგში ნომინაცია "სპორტში" მოხვდა.

2012 წელს სპორტსმენმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო. ჩოგბურთელმა Sugarpova-ს სახელით კონფეტების წამოება წამოიწყო და დროებით გვარის შეცვლასაც აპირებდა, მაგრამ მოგვიანებით გადაიფიქრა.

გასული წლის აგვისტოს მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში Sugarpova-ს ტკბილეულობის 1,8 მლნ შეფუთვა გაიყიდა.

საკონდიტრო ხაზი Sugarpova 12 საღეჭი კონფეტისგან შედგება, რომლებსაც ტუჩის, ჩოგბურთის ბურთის, ობობის, ხილის, დათვის, ვარსკვლავისა, გულის ფორმა აქვთ. თითოეულ სახეობას თავისი სახელი აქვს - მაგალითად, "კეკლუცა" , "კაშკაშა", "სულელი", "საშინელი", "სპორტული".

თავად ჩოგბურთელი აღნიშნავს, რომ Sugarpova "ყველაზე საინტერესო პროექტია, რომელშიც მას ოდესმე  მიუღია მონაწილეობა".

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს