ქართული საშობაო ტრადიციები

ქართული საშობაო ტრადიციები

შობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთნაირი სიხარულით, თუმცა სხვადასხვაგვარი კულინარიული ტრადიციებით ხვდებიან. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ქუჩებს ჩამოივლიდა და სიმღერით ულოცავდა ხალხს შობის დღესასწაულს. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ტკბილეულით და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. მოგვიანებით მამაკაცები ბავშვებმა ჩაანაცვლეს.

საქართველოში საშობაო და საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ. დასავლეთ საქართველოში - საცივი, სამეგრელოში - ელარჯი და ღომი, მესხეთში - ქადები. სადღესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი. სამეგრელოში - გოჭს წვავენ აჯიკითა და მარილ-წყლით, ამზადებენ კუპატებს ღორის შიგნეულობისა და ხორცისგან. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლსა და კახეთში საშობაო სუფრაზე ხშირად ნახავთ მოხარშული ღორის თავ-ფეხს, ღორის ხორცის მწვადებს და მუჟუჟს. ასევე ტრადიციულია მრგვლად მოხარშული დედალი ნივრიან-ნიგვზიანი საწებლით.

ყველა სუფრაზე შეხვდებით ჩურჩხელებს ან ჯანჯუხებს, თხილეულს და ჩირს. საშობაო-საახალწლო მენიუში შედის ასევე გოგრაში მოხარშული ტკბილი ფლავი.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში საშობაოდ ხშირად აცხობენ ქადებს, ზოგან ჩვეულებრივი პურის ცომით, ზოგან ნახევრად ფენოვანით. გულში კარაქში ან ერბოში მოხალულ შაქრიან ფქვილს უდებდნენ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს