დავალების შეუსრულებლობის გამო, მასწავლებელმა მოსწავლე თანაკლასელებს აცემინა

დავალების შეუსრულებლობის გამო, მასწავლებელმა მოსწავლე თანაკლასელებს აცემინა

ჩინეთში ბავშვის საჯაროდ ფიზიკური დასჯა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამასთან, არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელებს ავალდებულებს, მშობლებს შეატყობინოს, რომ ცუდ საქციელში შემჩნეული შვილები მკაცრად დასაჯონ.

ხენანის პროვინციაში მცხოვრები 12 წლის ჩინელი მოსწავლე იმის გამო, რომ საშინაო დავალება არ შეასრულა, სასტიკად აწამეს. მასწავლებელმა მოსწავლეებს თანაკლასელის ცემა, სახეში 40-ჯერ ჩარტყმა დაავალა. ის ბავშვი, რომელიც თანაკლასელს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდებოდა, სპეციალურ ჯილდოს მიიღებდა. როგორც დაზარალებული ბავშვი ამბობს, დასჯის შემდეგ მასწავლებელმა საკლასო ოთახში ყველას თანდასწრებით აზიდვების გაკეთება დაავალა და ლანჩის ჭამა აუკრძალა. მოსწავლემ განაცხადა, რომ სახლში ღამე გაეღვიძა და მიხვდა, რომ მარცხენა თვალით ვერაფერს ხედავდა.

ბავშვი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და ოპერაციის შემდეგ მკურნალობის კურსს გადის. კომპენსაციის სახით ოჯახს დირექტორმა 3 000 გირვანქა სტერლინგი გადაურიცხა; მასწავლებელი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ სხვა ბავშვებისთვის ეს სასჯელი კარგი გაკვეთილი იქნება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს