"რეპროდუქტოლოგებო, ჯოჯოხეთში დაიხრუკებით" - ია ფარულავა საშობაო ეპისტოლეზე

"რეპროდუქტოლოგებო, ჯოჯოხეთში დაიხრუკებით" - ია ფარულავა საშობაო ეპისტოლეზე

მსახიობი ია ფარულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პატრიარქის განცხადებას ეხმაურება საშობაო ეპისტოლედან, სადაც პატრიარქი სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ საუბრობს.

"ამ შობა დღიდან დაწყებული საქართველოში შობადობამ არ იკლოს (ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო.....)

რეპროდუქტოლოგებო, ჯოჯოხეთში დაიხრუკებით ))))

ისე, მაგარია ხომ იცით სუროგატების ფასები სარგძნობლად დაიკლებს :)))))", - წერს ფარულავა.

პატრიარქი ხელოვნურ განაყოფიერებას, სინჯარაში ჩასახული ბავშვებსა და სუროგაციას მძიმე ეთიკურ საკითხებად მოიხსენიებს და ოჯახის ღირებულებაზე საუბრობს.

"შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა", - აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.

იხილეთ ასევე: პატრიარქი: გაშლილია ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ

ილია მეორე - შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?

"დღესაც მჯერა, რომ ადამიანმა რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლის პირობებში უნდა იმკურნალოს" - რას წერს იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე