ირაკლი კაკაბაძე - "ნელ-ნელა ბარბაროს საზოგადოებად ვყალიბდებით"

ირაკლი კაკაბაძე - "ნელ-ნელა ბარბაროს საზოგადოებად ვყალიბდებით"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საშობაო მილოცვას ავრცელებს და საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას ახსენებს.

"შობას ყველას ვულოცავ. და ამ დღეს არის ყველაზე უფრო საჭირო იმის თქმა რომ ჩვენ ნელ-ნელა ბარბაროს საზოგადოებად ვყალიბდებით. ტელევიზიის ბორდელებად დასახელებული არიან პრივილეგირებული კლასის პრივილეგირებული წარმომადგენლები, პრივილეგირებული პარტიების და ჯგუფების მიერ. ამასობაში ამ პრივილეგირებულ ჯგუფებს შორის არავის გახსენებია შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირები, რომლებიც უკვე ამდენი ხანია საზოგადოებას დაპატიმრებული ჰყავს პატარა სივრცეებში და არანაირად არ იხდის თავის მოვალეობას რომ მათი ელემენტარული ადამიანის უფლებები დაიცვას. რატომ არის ისე რომ ჩვენი პრივილეგირებული პოლიტიკური ჯგუფები არც ერთ შშ პირს არ ასახელებენ არც ტელევიზიის დირექტორთა საბჭოში და არც არსად სხვაგან. ნუთუ ამ ქრისტეშობა დღეს ქართული საზოგადოება ისევ და ისევ დიდი ბორდელია? ამას ვეკითხები მე როგორც ტელევიზიის ბორდელებს, ასევე საზოგადოების სხვა წევრებს", - წერს კაკაბაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს