The Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებული ტოპ-50 სილამაზის რეცეპტი

The Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებული ტოპ-50 სილამაზის რეცეპტი

1. კიტრის ნაჭრები დაიფინეთ თვალებზე იმისათვის, რომ დაღლილობა და შავი წრეები მოიშოროთ.

2. ყოველდღიურად სვით 2 ლიტრი წყალი.

3. იმისათვის, რომ სახეზე აკნეს გამონაყარი სწრაფად მოგირჩეთ, წაისვით კბილის პასტა.

4. ჩაის პაკეტები კარგად ხსნის თვალების დაღლილობას და შეშუპებას.

5. თუ თმის დაბანას სხვადასხვა მიზეზით ვერ ასწრებთ, დაიყარეთ თმაზე ტალკი და ასე დაივარცხნეთ. ის მოქმედებს, როგორც მშრალი შამპუნი.

6. ფეხის ტერფების სირბილისთვის ძილის წინ წაისვით დამარბილებელი კრემი, ჩაიცვით წინდები და ასე დაიძინეთ.

7. ღაწვებისთვის ბუნებრივი ვარდისფრის მისანიჭებლად საკმარისია, მსუბუქად დაიჩქმიტოთ ისინი.

8. თუ გსურთ, რომ ფეხები სუფთად გაპარსული გქონდეთ და დიდხანს არ ამოგივიდეთ თმა, გაიპარსეთ თმის კონდიციონერით.

9. სახლის პირობებში მელირების გაკეთება შესაძლებელია ლიმონის წვენით.

10. რეკომენდებულია ბევრი რძის სმა (კონკრეტულად რისთვის, მითითებული არ არის, სავარაუდოდ, ძვლების ჯანმრთელობისთვის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის.)

11. კოღოს ნაკბენებისგან გამოწვეულ ქავილს დაგიამებთ კბილის პასტა.

12. ფრჩხილის ლაქი უმჯობესია მაცივარში შეინახოთ.

13. საჭმლის სოდა კბილებს ათეთრებს.

14. წარბების გადასატკეცად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ვაზელინი.

15. ღაწვებზე ოდნავ წასმული ტუჩის საცხი სახეს ბუნებრივ ვარდისფერს მიანიჭებს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს