ბრიტანელი სამართალდამცავები პოლიციის ძაღლებისთვის პენსიის გადახდას აპირებენ

ბრიტანელი სამართალდამცავები პოლიციის ძაღლებისთვის პენსიის გადახდას აპირებენ

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველო უჩვეულო ინიციატივით გამოვიდა - პოლიცის ძაღლებს, რომლებმაც იმსახურეს და "პენსიაზე გავიდნენ", ვეტერინარული დახმარების საფასური გადაუხადონ. 

მაგრამ იდეა ყველას არ მოეწონა: უკმაყოფილონი გადასახადების გადამხდელები არიან, რომელთა ხარჯზეც "ძაღლ-პენსიონერებს" დააფინანსებენ.

ნოტინგემშირის პოლიციის განყოფილებაში თვლიან, რომ ოთხფეხა სამართალდამცავები დაფასებას იმსახურებენ. პოლიციელებმა გადაწყვიტეს, რომ "პენსიაზე გასვლიდან" პირველი სამი წლის მანძილზე ცხოველებმა წელიწადში 500 ფუნტის ღირებულების ვეტერინარული დახმარება მიიღონ. 

აღმოჩნდა, რომ ეს ხარჯები ჩვეულებრივ პოლიციელებს აწევთ მხრებზე. ნოტინგემშირის პოლიციის კომისარი პედი ტიპინგი მოყვა, რომ ოფიცრები მათი შენახვის ყველა ხარჯებს იხდიან. "ამჟამად ჩვენ 26 ძაღლი გვყავს, ყველა შესანიშნავ ფორმაშია. ისინი პოლიციაში 6-7 წელი მსახურებენ. პენსიაზე გასვლისას, ძაღლი ინსტრუქტორს რჩება - პოლიციის ოფიცერს, რომელიც მას უვლის",- განაცხადა ტიპინგმა.

მაგრამ, ბრიტანეთის სახელმწიფო ორგანიზაციებში ამჟამად კადრების შემცირებაა, ბევრი პოლიციელი სამუშაოს გარეშე რჩება. ამიტომ ძაღლებისთვის ვეტერინარული პენსიის პროგრამა, რომელიც გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ფინანსდება, წინააღმდეგობრივ რეაქციას იწვევს.

მომზადებულია Russia Today-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს