მიწა-ბალახიანი კარვები უსახლკაროთათვის

მიწა-ბალახიანი კარვები უსახლკაროთათვის

გორში, კომბინატის დასახლებაში უსახლკაროთათვის და უპოვართათვის 7 იანვარს, კარვები გამგეობის ხელშეწყობით 3 თვით გაიშალა და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოიყო. თანხა, ძირითადად, საკვების მომზადებას და ადგილზე მიტანას მოხმარდება. დანარჩენი ნივთები სხვადასხვა ორგანიზაციებმა გაიღეს.

გასხნის დღეს კარავში 3 ადამიანი მოთავსდა. თუმცა გამგეობის ჯანდაცვის განყოფილების უფროსის დავით ჩიხრაძის განცხადებით, მათ უწყებაში სულ 20 უსახლკარო ადამიანი ირიცხება. ახლად მოწყობილი კარვები, 7 იანვარსვე მოინახულა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმაც. ერთი შეხედვით მას აღფრთოვანება არ გამოუხატავს, რადგან ჯერ კიდევ გაუმთბარ და ახლად გალღობილ, ბალახიან კარავში შევიდა.

იმის გამო, რომ პროგრამა "ფორსმაჟორულია", ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა პირდაპირი მოლაპარაკების გზით მაღაზია "ქორდასთან" გაფორმდა, რომელიც ამავე უბანში, კომბინატის დასახლებაში მდებარეობს. "ქორდას" სუპერმარკეტში მომზადებულ საკვებს ყოველ დილით კარვებში ტენდერის გამარჯვებულის გამოვლინებამდე მიიტანენ.

1 დღის კვებითი მომსახურება ითვალისწინებს:

საუზმე (ერთ ადამიანზე)

1. ჩაის პაკეტი – 1 ცალი

2. კარაქი – 0.05 კგ

3. პური თეთრი – 0,25 კგ;

4. შაქარი – 0.01 კგ;

5. კვერცხი – 2 ცალი;

სადილი (ცხელი წვნიანი)

1. მაკარონი – 0.10 კგ

2. მარილი -0.01 კგ

3. ხახვი -0.05 კგ

4. ზეთი-0.03 ლიტრი

5. კარტოფილი-0.2 კგ

6. ტომატ პასტა -0.02კგ

7. სუნელები- 0.01კგ

8. პური თეთრი- 0.25 კგ

9. ხორცი (საქონლის) -0.10 კგ

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა