ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე შვეიცარიული ვაგონები ივლის

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე შვეიცარიული ვაგონები ივლის

"აზერბაიჯანის რკინიგზა" გეგმავს, ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე ახალი სამგზავრო ვაგონები შეისყიდოს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო vesti.az იუწყება, სარკინიგზო კომპანიამ აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე უკვე მიმართა. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის 30 სამგზავრო ვაგონს შვეიცარიული კომპანია Stadler Rail Group-ისგან წელს შეისყიდიან.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი კასპიის სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. მისი მშენებლობის დასრულება წელს იგეგმება და, პირველ ეტაპზე, 1 მილიონი მგზავრის გადაყვანასა და 6,5 მილიონი ტვირთის გადაზიდვას შეძლებს. მაქსიმალური დატვირთვის პირობებში ეს რიცხვი 3 მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე გაიზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რკინიგზის ექპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ვაჭრობა წელიწადში 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

bpn.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ