მეცნიერების დასკვნა - ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ჩვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია

მეცნიერების დასკვნა - ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ჩვილის ჯანმრთელობა საფრთხეშია

ინ ვიტრო ანუ ექსტრაკორპორალური განაყოფიერება (IVF) უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდია, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ, სინჯარაში, ხოლო ამგვარად მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში ინერგება. ამჟამად ეს მეთოდი მთელ მსოფლიოში უშვილობის მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და წარმატებულ მეთოდად მიიჩნევა, მაგრამ მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

ქალები, რომლებიც შვილებს IVF მეთოდით აჩენენ, ხუთჯერ მეტი შანსია, რომ სერიოზულ სირთულეებს წააწყდნენ. ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail ადელაიდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევა წარმოადგინა. მეცნიერებმა ავსტრალიაში 1986-დან 2002 წლამდე დაბადებული 300 000 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს. დასკვნაში მითითებულია, რომ მსგავსი მეთოდით დაბადებული ბავშვები ნორმაზე გაცილებით მცირე წონით იბადებიან, ხშირად ფიქსირდება გარდაცვლილი ჩვილის გაჩენა, არის ნაადრევი მშობიარობა, ან პატარა მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში იღუპება. ამასთან, მეცნიერების მტკიცებით, ქალი, რომელიც უშვილობას ნებისმიერი სახით მკურნალობს, მშობიარობისას 2-ჯერ მეტი შანსია, რომ ჩვილი თანდაყოლილი ნაკლით, ნაადრევი მშობიარობით, ან ნაკლები წონით დაიბადოს, ამასთან არსებობს გარდაცვლილი ჩვილის გაჩენის შანსიც და როდესაც საკითხი ინ ვიტრო განაყოფიერებას ეხება, ჩამოთვლილი სირთულეები ხუთჯერ მეტია.

გინეკოლოგები ამბობენ, რომ რთული მშობიარობის მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ ქალები უშვილობას განაყოფიერების კლინიკებში არ მკურნალობენ, ხშირად სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილები, რომ ოჯახი შექმნან, სხვადასხვა მედიკამენტს ინტერნეტით იძენენ და სხვა. ამ შემთხვევაში სპეციალური რეკომენდაციის გარეშე ზედმეტ დოზას იღებენ, ან თვითნებურად მკურნალობენ.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი მაიკლ დევისი ამბობს, დეფექტების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ემბრიონი ცხოვრებას ლაბორატორიულ სინჯარაში იწყებს და არა საშვილოსნოში. მაიკლ დევისის აზრით, ორგანიზმი იღებს ძლიერ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ გააძლიეროს კვერცხუჯრედის რაოდენობა და ქალმა შექმნას ე.წ. "ჰორმონალური გადმონაშთი", რომელიც ზეგავლენას მოახდენს როგორც საშვილოსნოზე, ასევე პლაცენტაზე. მეცნიერების აზრით, აუცილებელ საჭიროებას მოითხოვს, რომ ექიმმა ხანგრძლივი დროით ადევნოს თვალი ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვის ჯანმრთელობას.

"აუცილებელია, რომ ინფორმირებულნი ვიყოთ რისკების შესახებ, რომელიც ამ თერაპიასთანაა დაკავშირებული. ამის შემდეგ საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღებას შევძლებთ", - ამბობს პროფესორი დევისი.

ლონდონში მდებარე კლინიკის (London Create fertility clinic) დირექტორი, ექიმი გეტა ნარგუნდი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ექიმმა ინ ვიტრო განაყოფიერება მაქსიმალურად უსაფრთხოდ უნდა აწარმოოს და მედიკამენტების დიდი დოზა არ გამოიყენოს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ექიმი, დაგან უელსი მეცნიერების კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ უნაყოფო წყვილების მკურნალობის მეთოდების უფრო საფუძვლიანი კვლევაა საჭირო.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა მიუთითებს არახელსაყრელი შედეგის რისკებზე, რომელიც მაღალია ინ ვიტრო განაყოფიერებით მიღებული ფეხმძიმობისას, ამ პრობლემების რისკის საერთო მახასიათებლები რჩება სუსტი. ეჭვი მაქვს, რომ ეს კვლევის შედეგი უშვილო წყვილებს აიძულებს, რომ უარი თქვან ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გამოყენებაზე", - ამბობს ექიმი უელსი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს