26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის სიცოცხლე უწყებებს შორის გადამისამართებას ემსხვერპლა

26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის სიცოცხლე უწყებებს შორის გადამისამართებას ემსხვერპლა

2 იანვარს არხოტში, 26 წლის ერეკლე ჭინჭარაული მოყინვისგან გარდაიცვალა. ახალგაზრდა სამაშველო ვერტმფენის ჩასვლამდე გაიყინა. უბედრური შემთხვევის ირგვლივ მრავალი კითხვა და ბუნდოვანი გარემოებები არსებობს.

როგორც ირკვევა, დილით მესაზღვრეებმა არხოტიდან ბარისახოში აცნობეს, რომ ამღას მიდამოებში ახალგაზრდა კაცი იყო გაყინული და მას სასწარაფოდ დახმარება სჭირდებოდა. ბარისახოს თემის რწმუნებულის, მზექალა არაბულის თქმით, მან მესაზღვრეებისგან შეტყობინება 10:10 საათზე მიიღო, არაბულისგან კი ინფორმაცია დუშეთის გემგებლმა ვაჟა ჩოხელმა 10:15 საათზე შეიტყო. ხოლო გამგებელმა რაიონის დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკის, რეგიონის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანს, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და კომპანია "ავიასერვისს" მიმართა. ამდენი გადამისამათება, იმიტომ გახდა საჭირო, რომ 112 სამსახურს ვერტმფრენი არ ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, 112 ღონისძიებებს ვერ მიიღებდა, რადგან ამ სამსახურში შეტყობინება არ შესულა. სასაზღვრო პოლიციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა პატეიშვილის განმარტებით კი, 112-ში დარეკვას აზრი არ ჰქონდა, მაშველი მაინც ვერ წავიდოდა არხოტში, რადგან სამსახურს სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავს და სხვა გზით ექიმები ხეობაში ვერ ჩავიდოდნენ.

"ავიასერვისის" ვერტმფრენმა, რომელიც სამოქალაქო ფრენებს ასრულებს რეგიონში, ღუდუშაურის კლინიკიდან აიყვანა ექიმები, მაშველები და გაფრინდნენ არხოტში. 2-ის ნახევრისთვის ვერტმფრენმა პაციენტი თბილისში გადმოიყვანა, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. ექიმებმა ჭინჭარაულს ცოცხალს ვერ ჩაუსწრეს.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა