სოციალურ ქსელებში ვაკის პარკის გადასარჩენად იბრძვიან. უკვე რამდენიმე კვირაა გროვდებოდა ხელმოწერებიც; პეტიციის ავტორები პარკის ტერიტორიაზე 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ.
ხმამაღალი "არა" მუსიკითა და ტრანსპარანტებით - ასეთია 10 იანვარს გასამართი საპროტესტო აქციის გეგმა. აქციას მონაწილეები თბილისის მერიასთან, 13:00-ზე გამართავენ.
მუსიკალურ-საპროტესტო აქციას შემდეგი მუსიკოსები შეუერთდებიან: სამორი ბალდე, Z for Zulu, ბაკურ ბურდული, Giorgi Marr(ZurGi, Str!ng), Gravity, Juno Q Beat, DJ Grotask, Kozmana, Jorjick, შოთა ადამაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, Me and My Monkey.
აქციის ორგანიზატორების Youtube-ის არხზე ცნობილი ადამიანები მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ. გთავაზობთ ზურა ყიფშიძის, სერგი გვარჯალაძის და გიორგი ჟორჟოლიანის (Dj Jorjik) ვიდეომიმართვებს.