საქმიანი ქალის გარდერობის 5 ტოპ-ნივთი

საქმიანი ქალის გარდერობის 5 ტოპ-ნივთი

დიზაინერებმა და სტილისტებმა მოგვიმზადეს გარდერობის იმ ნივთთა სია, რომელთა სწორად შეხამება და აქსესუარებით შემკობა საშუალებას მოგვცემს, ყველა სიტუაციაში თვალისმომჭრელად გამოვიყურებოდეთ.

პალტო. მოდურ ჩვენებებზე წარმოდგენილი პალტოს მოდელები განსხვავებულ სტილსა და ფერებშია შესრულებული. თუკი უპირატესობას კონსერვატიულ სტილს ანიჭებთ, გირჩევთ მშვიდი ფერისა და სწორი სილუეტის პალტო შეიძინოთ.

კაბა-ფუტლარი. ეს არა მარტო ყველაზე ქალური და დახვეწილი, არამედ ერთობ პრაქტიკული ნივთიცაა, რადგან ერთნაირად გამოდგება როგორც ყოველდღიურად სატარებლად, ასევე ელიტური რაუტისა ან წვეულებებისთვის.

შარვალ-კოსტიუმი. ვინც მოდას თვა­ლყურს ადევნებს, შენიშნავდა, რომ ცნობილი სახეები უპირატესობას სწორედ შარვალ-კოსტიუმს ანიჭებენ, რადგან ეს ფუფუნებასთან ერთად, ძალზე პრაქტიკულია.

თავისუფალი თარგის ბლუზა. ერთი ფერის, რუშებით, ბაბთებითა და ღილებით დეკორირებული ან მინიმალისტური - თანამედროვე მოდას ძალუძს ქალს ბლუზების უმდიდრესი არჩევანი შესთავაზოს. თუკი არჩევანის გაკეთება გიჭირთ, ჯობს, უპირატესობა კლასიკას მიანიჭოთ.

ქვედაბოლო-ფანქარი. ბლუზასთან, ტანზე მომდგარ ჟაკეტსა და კარდიგანთან ქვედაბოლო-ფანქარი ძალზე მიმზიდველად გამოიყურება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს