გოგა ხაჩიძე სანდრა რულოვსის ჯიპზე: "ვისაც არ ეკუთვნის "ციმციმიანი" მანქანით სიარული, არ უნდა დადიოდეს"

გოგა ხაჩიძე სანდრა რულოვსის ჯიპზე: "ვისაც არ ეკუთვნის "ციმციმიანი" მანქანით სიარული, არ უნდა დადიოდეს"

საპარლამენტო უმცირესობის წევრს, გოგა ხაჩიძეს ცნობისმოყვარეობა Ambebi.ge-ს მასალამ დაუკმაყოფილა, რომლითაც გავარკვიეთ, თუ ვის ეკუთვნოდა დაბურულმინებიანი "ტოიოტას" ჯიპი, რომელიც მან "კარფურში" "ციმციმათი" დააფიქსირა; ჯიპი, რომელზეც ხაჩიძე Facebook-ზე წერდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მფლობელობაშია. ავტომანქანით კი ძირითადად, ექსპრეზიდენტის მეუღლე, სანდრა ელისაბედ რულოვსი დადის.

მას შემდეგ, რაც ხაჩიძემ პასუხი მიიღო,  Facebook-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს:

"ოე, რას შემჭამეთ?!

ვისაც არ ეკუთვნის "ციმციმიანი" მანქანით სიარული, არ უნდა დადიოდეს, ვინც არ უნდა იყოს.

ეს იყო ჩემი პოზიცია და ასეც რჩება."

"ოჰ, გამომიჭირეს... :)

რა უხარიათ, ვერ გავიგე?!

მე პოზიციებს რომ ეგრე ვიცვლიდე, ქოცი ვიქნებოდი.

არ ვარ ქოცი, ნაცი ვარ", - წერს გოგა ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს