ჩიკაგოს ზოოპარკში თეთრი დათვი "გაიყინა"

ჩიკაგოს ზოოპარკში თეთრი დათვი "გაიყინა"

აშშ-ში, ჩიკაგოს ზოოპარკში, სადაც ანომალურად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება, თეთრი დათვი ანანა "გაიყინა".

იმის გამო, რომ ცხოველი დაბალ ტემპერატურას ცუდად იტანს, დროებით დახურულ ვოლიერში გადაიყვანეს, სადაც ტემპერატურა +4-დან +10 გრადუსამდე მერყეობს.

ზოოპარკის წარმომადგენლების თქმით, ანანას გაციება, აიხსნება იმით, რომ დიეტა, რომელსაც იგი ზოოპარკში მისდევს, განსხვავდება იმისგან, რასაც ბუნებრივ პირობებში ბინადარი დათვები მიეჩვივნენ. იმისთვის რომ სიცივე აიტანონ, ცხოველები სელაპისა და ვეშაპის ლეშის ჭამით კანქვეშ ცხიმს იგროვებენ. ზოოპარკში კი დათვები ნაკლებად ცხიმიანი ხორცით იკვებებიან.

აშშ-ს ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად ანომალურად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს