კოსმოსის ზუსტი რუკა უსასრულო ბრტყელი სამყაროს იდეას ამტკიცებს

კოსმოსის ზუსტი რუკა უსასრულო ბრტყელი სამყაროს იდეას ამტკიცებს

ასტრონომებმა დედამიწიდან ექვსი მილიარდი სინათლის წლის მოშორებით გალაქტიკებს შორის დისტანცია 1%-მდე სიზუსტით გაზომეს, რამაც მათ სამყაროს ფორმაზე დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია ბერკლის ლოურენსის სახელობის ნაციონალური ლაბორატორიის საიტზეა განთავსებული.

მკვლევარები პროექტ BOSS-ის (Baryon Oscillation Spectroscopic Survey) ფარგლებში ე.წ. ბარიონულ აკუსტიკურ რხევებს შეისწავლიან. გალაქტიკები წრეებში თავსდება, რომელთა რადიუსი მუდმივია და ამიტომ კოსმოსში მანძილის გასაზომად შეიძლება გამოიყენოს. მისი მნიშვნელობა დაახლოებით ნახევარ მილიარდ სინათლის წელს შეადგენს.

მიღებული მონაცემები სამყაროს ზუსტი დროით გაფართოების აჩქარების ახსნის საშუალებას იძლევა, თვლიან ასტრონომები. ასევე ეს კვლევები მეცნიერებს შავი ენერგიის თვისებების შესწავლის შესაძლებლობას მისცემს, რომელიც სამყაროს გაფართოებაზეა პასუხისმგებელი.

ჯერჯერობით პროექტ BOSS-ის მონაცემები მეტყველებენ იმაზე, რომ შავი ენერგიის მნიშვნელობა დროსა და სივრცეში უცვლელი რჩება. გარდა ამისა, ეს მონაცემები ბრტყელი სამყაროს მოდელს შეესაბამება.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს