დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ტელეწამყვანები ინგა გრიგოლია და ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქით" ეხმაურებიან.
"აუუუ... რა ჩაატარა ამ დილაადრიან ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.... ეგრევე გამოაფხიზლა ეს ნააქეიფარ-შობაგამოვლილი მთავრობა))))) მომეწონა... მთავრობასთან ერთად მეც გამომაფხიზლა, რომ ჩქარა ავდგე და წავიდე დაგეგმვაზე)))))))", - წერს ინგა გრიგოლია.
მინისტრების დატუქსვა მოიწონა ნანუკა ჟორჟოლიანმაც.
"ირაკლი ღარიბაშვილი respect!...
არასწორია ახლა ეს. სოზარ სუბარმა გააკეთა კომენტარი, რომ ციხეში, თურმე, მაყურებლები არიან და ვაგვარებო:))) რომ აგვარებს ამაზე მეცინება, მაგრამ მაგრად მიესხა და მე ეს ძალიან მომეწონა! ძალიან! ამიტომ კარგია თუ დავინახავთ, რაც დასანახია:)", - წერს ჟორჟოლიანი.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრები დატუქსა. პრემიერმა მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე, უწყებებს მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდა. იგი დაინტერესდა "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების საკითხით და ფინანსთა მინისტრს ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ჰკითხა.
"ქურდების კანონის გადახედვასთან დაკავშირებით თემა ვინ აწია?", - ამ შეკითხვით მიმართა ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრს, სოზარ სუბარს. პრემიერ-მინისტრის თქმით, კანონიერ ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსი არ გადაიხედება.
იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილი ქურდულ სამყაროსთან მიდგომასთან დაკავშირებით