თანაკლასელების დასაცავად თინეიჯერი თვითმკვლელ ტერორისტს ჩაეხუტა

თანაკლასელების დასაცავად თინეიჯერი თვითმკვლელ ტერორისტს ჩაეხუტა

14 წლის პაკისტანელმა მოსწავლემ თანაკლასელები საკუთარი სიცოცხლის ფასად სიკვდილისგან იხსნა.

აიტაზაზ ჰასან ბანგაში ქალაქ ჰანგუს სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სასკოლო ფორმაში ჩაცმული ადამიანი შეხვდა და ჰკითხა, სად იყო სკოლა. როგორც ჩანს, ბავშვებმა ბომბი შენიშნეს, მაგრამ მასთან ახლოს მისვლა მხოლოდ 14 წლის აიტაზაზმა გაბედა და მისი დაჭერა შეძლო. ჩხუბის დროს ტერორისტი შეშინდა და ბომბი ააფეთქა. აიტაზაზი და ტერორისტი ადგილზევე დაიღუპნენ, ინციდენტისას 2 ადამიანი დაშავდა.

ექსპერტების თქმით, აიტაზაზის გმირობის წყალობით, ათასობით მოსწავლე სიკვდილს გადაურჩა. ინციდენტი CNN-თან საუბარში უკვე დაადასტურა ქალაქ ჰანგუს პოლიციის ოფიცერმა იფტიხარ აჰმედმა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს