ქალმა "ტვიტერში" ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა

ქალმა "ტვიტერში" ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა

ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა ბრიტანელმა ბლოგერმა რუთ იორიომ "ტვიტერში" ონლაინ-რეჟიმში იმშობიარა.

ქალმა ბავშვი საკუთარი სახლის სააბაზანოში გააჩინა. მთელი 12 საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სამშობიარო ტკივილები დაეწყო მანამდე, ვიდრე ჩვილი გააჩინა და სისხლის გადასასხმელად საავადმყოფოში წაიყვანდნენ, რუთი ”ტვიტერში” პოსტავდა და ფოტოებს აქვეყნებდა.

როგორც Huffington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მთელი ამ "ვიდეო-მშობიარობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა სახლში მშობიარობის უნიკალური გამოცდილება". რუთის მეუღლე ჯარედს მთელი ეს დრო ფოტოაპარატი ეჭირა და მშობიარობის ყველა დეტალს იღებდა და "ტვიტერში" ტვირთავდა.

თუ "ტვიტერში" მის პოსტებს გადახედავთ, ნახავთ, რომ მთელი 12 საათის განმავლობაში, სისტემატურად აქვეყნებდა ინფორმაციას, თუ რას გრძნობს, რა მდგომარეობაშია ჩვილი, მზადაა თუ არა მშობიარობისთვის, ეშინია თუ არა გინეკოლოგის გარეშე ბავშვის გაჩენის და ა.შ. თითოეულ პოსტს თან ახლდა ფოტოები.

საბედნიეროდ, ამ ექსპერიმენტს პატარას ჯანმრთელობისთვის საფრთხე არ შეუქმნია და ბიჭუნა, სახელად ნი სოლედადი ჯანმრთელი დაიბადა. თუმცა, ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე წუთში დედის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, რადგანაც მშობიარემ ბევრი სისხლი დაკარგა. რასაკვირველია, "ტვიტერში" საავადმყოფოში გადაღებული ფოტოც ატვირთა და ამ გზით ბებიაქალებს დაუჭირა მხარი.

მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს