"გუგლმა" ბერლინის ერთ-ერთ მოედანს ადოლფ ჰიტლერი უწოდა

"გუგლმა" ბერლინის ერთ-ერთ მოედანს ადოლფ ჰიტლერი უწოდა

"გუგლის" წარმომადგენლებმა გერმანელებს საჯაროდ ბოდიში უკვე მოუხადეს, მათი შეცდომის გამო საზოგადოების ნაწილი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.

საქმე ის არის, რომ ბერლინში მდებარე მოედანი, რომელიც თეოდორ ჰოისის სახელს (Theodor-Heuss-Platz) ატარებს, "გუგლმა" შემთხვევით საკუთარ რუკაზე ადოლფ ჰიტლერის სახელობის სკვერით (Adolf-Hitler-Platz) შეიტანა. ტერიტორიას გერმანიის ფიურერის სახელი 1933 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ერქვა, შემდეგ კი გერმანიის პირველი ბუნდესპრეზიდენტის, თეოდორ ჰოისის სახელი უწოდეს.

"გუგლის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლენა ვაგნერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "შეცდომა სწრაფად გამოასწორეს. უცნობია, როგორ გაიპარა მსგავსი რამ, მაგრამ კომპანია ამ შეცდომისთვის ბოდიშს გიხდით".

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს