ბენ­ზი­ნის ფა­სი საქართველოში - "ა­სე­თი რა­მის­თ­ვის ამე­რი­კა­ში ხალ­ხი ცი­ხე­ში მი­დი­ო­და"

ბენ­ზი­ნის ფა­სი საქართველოში - "ა­სე­თი რა­მის­თ­ვის ამე­რი­კა­ში ხალ­ხი ცი­ხე­ში მი­დი­ო­და"

ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლე­ბი და მას­ზე ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბა ხში­რად პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის იარა­ღად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. ბოლო ხანს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფასმა ყვე­ლა ტი­პის ბენ­ზინ­ზე, საწ­ვავ­ზე მო­ი­მა­ტა. ამ მოვ­ლე­ნა­სა და მის თან­მ­დევ პრო­ცე­სებ­ზე თვალ­საზ­რისს გა­მო­ხა­ტავს ეკო­ნო­მი­კის ექ­ს­პერ­ტი სან­დ­რო თვალ­ჭ­რე­ლი­ძე:

-ამ­ჟა­მად საწ­ვა­ვის გაძ­ვი­რე­ბა არა მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ით, არა­მედ ლა­რის კურ­სის მერ­ყე­ო­ბით, და­ცე­მით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, სა­ერ­თოდ კი ბენ­ზინ­ზე ფა­სე­ბის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბის­გან და­ცულ­ნი არ ვიქ­ნე­ბით, ვიდრე ქვე­ყა­ნა­ში არ ამოქ­მედ­დე­ბა ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, არ გვექ­ნე­ბა ნორ­მა­ლუ­რი კა­ნო­ნი "ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის შე­სა­ხებ", სა­ნამ თბი­ლის­ში არ და­ფუძ­ნ­დე­ბა სა­ნედ­ლე­უ­ლო ბირ­ჟა თა­ვი­სი ფი­ნან­სუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით, რო­გო­რი­ცაა ფი­უ­ჩერ­სუ­ლი ვაჭ­რო­ბა, ანუ რო­ცა მყიდ­ველ­სა და გამ­ყიდ­ველს შო­რის იდე­ბა წინ­მ­ს­წ­რე­ბი კონ­ტ­რაქ­ტი, სა­დაც ზუს­ტა­დაა აღ­წე­რი­ლი ნედ­ლე­უ­ლის ოდე­ნო­ბა, ფა­სი, ხა­რის­ხი, მი­წო­დე­ბის დრო და ად­გი­ლი. სა­ნედ­ლე­უ­ლო ბირ­ჟა ეკო­ნო­მი­კის ლო­კო­მო­ტი­ვია, ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა სა­ჭი­რო არ არის.

-ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­ურ კა­ნონ­ზე სა­უბ­რობთ, ანუ მი­იჩ­ნევთ, რომ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ერ­თ­გ­ვა­რი კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბე­ბი ხდე­ბა?

-დღეს სულ 4-5 ფირ­მაა, რო­მელ­თაც შე­მო­აქვთ ბენ­ზი­ნი, ერ­თი და იმა­ვე ეშე­ლო­ნე­ბით, ერ­თი და იმა­ვე მწარ­მო­ებ­ლე­ბი­სა­გან. ის, რომ ფა­სე­ბი სინ­ქ­რო­ნუ­ლად იც­ვ­ლე­ბა, ბა­დებს სა­ფუძ­ვ­ლი­ან ვა­რა­უდს, ეჭვს, რომ მათ შო­რის კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბა არ­სე­ბობს. ჩვენ ან­ტი­კარ­ტე­ლუ­რი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა გვჭირ­დე­ბა, ასე­თი რა­მის­თ­ვის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ხალ­ხი ცი­ხე­ში მი­დი­ო­და.

-ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ არ შე­იქ­მ­ნა ბა­ზარ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ცია, რა­ტომ ვერ შე­მო­დი­ან ახა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი?

-ნავ­თობ­პ­რო­დუქ­ტე­ბი ძალ­ზე რთუ­ლი სფე­როა, ეს ხომ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ხორ­ცის გა­ყიდ­ვა არ არის? ამ ფირ­მებს თა­ვი­ან­თი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლი დას­ჭირ­დე­ბათ. ახა­ლი კომ­პა­ნია რომ შე­მო­ვი­დეს, ან ძვე­ლი უნ­და იყი­დოს მთლი­ა­ნად, ან თვი­თონ უნ­და შექ­მ­ნას ეს ქსე­ლი, რაც დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ სფე­რო­ში ძლი­ერ მო­თა­მა­შედ ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად კომ­პა­ნი­ას, სულ მცი­რე, 7-8 წე­ლი სჭირ­დე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბა­ზა­რი კი ასე­თი დი­დი არ არის და ეს ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­დე­გია.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ