"ჩემსკენ როდესაც გაიშვერენ ხელებს და იტყვიან, რომ მე ბინძური ვარ, ჯერ საკუთარი ხელების სისუფთავეში დარწმუნდნენ" - დეფი ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ხელოვანებზე

"ჩემსკენ როდესაც გაიშვერენ ხელებს და იტყვიან, რომ მე ბინძური ვარ, ჯერ საკუთარი ხელების სისუფთავეში დარწმუნდნენ" - დეფი ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ხელოვანებზე

Ambebi.ge ახალი რუბრიკით, რომლის მიზანი მკითხველისთვის საინტერესო ადამიანების საინტერესო სახლების ჩვენებაა, პოეტს, რომანისტს, პერფორმერს და მულტიმედია არტისტს, დავით დეფის ესტუმრა. მკითხველი მალე იხილავს მულტიმედია რეპორტაჟს მისი სახლიდან, მანამდე კი ინტერვიუდან იმ ეპიზოდს გთავაზობთ, რომელშიც დეფი გავრცელებულ მოსაზრებას პასუხობს, თითქოს მას მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკისადმი სიმპატიების ღიად დაფიქსირების სანაცვლოდ, ფინანსური სარგებელი ჰქონდა.

"მე არ მაქვს არც მანქანა, არასდროს მქონია დიდი შემოსავლები, ვმუშაობ ჩვეულებრივ, ვატარებ საღამოებს, ვწერ წიგნებს, ჩემი ცოლი მუშაობს, ზოგჯერ მეგობრები მეხმარებიან და მოვედით აქამდე... ახლა ხომ მაინც დადგინდა, რომ მე არაფერი მქონია აქამდე სარჩენელი მიშასგან და "ნაციონალური მოძრაობისგან"... და ახლა უკვე ვხედავ სხვადასხვა ფოტოებში, როგორ კარგად გრძნობენ თავს სწორედ ის ადამიანები, ვინც მე მლანძღავდნენ, მაკრიტიკებდნენ, დგანან ახლანდელი მთავრობის გვერდით. იდგნენ, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ჩემსკენ როდესაც გაიშვერენ თავიანთ ხელებს და იტყვიან, რომ მე ბინძური ვარ, ჯერ საკუთარი ხელების სისუფთავეში დარწმუნდნენ", - ამბობს მწერალი Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.

ასევე იხილეთ | დეფი: გაოგნებული დავრჩი წარმოუდგენელი ზიზღით, რომლითაც საზოგადოებამ დამაჯილდოვა (+VIDEO)

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია