რას ელოდ­ნენ 2014 წელს 50 წლის წინ - თე­ზი­სე­ბი 2014 წლის­თვის სამ­ყა­როს მო­დე­ლის შე­სა­ხებ

რას ელოდ­ნენ 2014 წელს 50 წლის წინ - თე­ზი­სე­ბი 2014 წლის­თვის სამ­ყა­როს მო­დე­ლის შე­სა­ხებ

ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ქი­მი­ის პრო­ფე­სორ­მა, მწე­რალ­მა-­ფან­ტას­ტმა აი­ზეკ აზი­მოვ­მა 1964 წელს იწინასწარმეტყველა, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და სამ­ყა­რო 2014 წელს, ანუ ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ის არის, რომ ბევრ რა­მე­ში აზი­მო­ვი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა.

აზი­მო­ვის თე­ზი­სე­ბი 2014 წლის­თვის სამ­ყა­როს მო­დე­ლის შე­სა­ხებ:

1. სახ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, მი­წის­ქვე­შა იქ­ნე­ბა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ სით­ბოს ზამ­თარ­ში და სიგ­რი­ლეს - ზაფ­ხულ­ში.

საქ­მე მთლად ასე არ არის - ადა­მი­ა­ნებ­მა მი­წის თხრას უზარ­მა­ზა­რი ცა­თამ­ბჯე­ნე­ბის აგე­ბა არ­ჩი­ეს. ყვე­ლა­ზე მე­ტი ცა­თამ­ბჯე­ნი ჩი­ნეთ­ში­ა, რაც მი­წის ეკო­ნო­მი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა - ხუმ­რო­ბა საქ­მე ხომ არ არის - "ცა­ში" თით­ქმის მი­ლი­არ­დ-ნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

2. ტოს­ტე­რე­ბი, ავ­ტო­მა­ტუ­რი ყა­ვის მა­დუ­ღა­რე­ბი, სწრაფ­მხარ­შა­ვი ქვა­ბე­ბი - კერ­ძი ტა­ი­მე­რით მომ­ზად­დე­ბა. თუმ­ცა პა­ტა­რა სამ­ზა­რე­უ­ლო დარ­ჩე­ბა, რად­გან კუ­ლი­ნა­რია ბევ­რის­თვის მხო­ლოდ გა­ტა­ცე­ბა იქ­ნე­ბა:

დღეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყვე­ლა დი­ა­სახ­ლისს აქვს სა­ოც­ნე­ბო ნივ­თი. ჩვენ მხო­ლოდ ტა­ი­მერ­ზე დრო­ის არ­ჩე­ვა გვე­ვა­ლე­ბა და მან­ქა­ნა ნე­ბის­მი­ერ კერძს მო­ამ­ზა­დებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, დღეს კუ­ლი­ნა­რი­ის­გან დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

3. იქ­ნე­ბა ბევ­რი კომ­პი­უ­ტე­რი რო­ბო­ტის "ტვი­ნით", მაგ­რამ მას მა­ინც ადა­მი­ა­ნი მარ­თავს.

ჯერ­ჯე­რო­ბით ადა­მი­ა­ნებს არ შე­უქ­მნი­ათ ისე­თი რო­ბო­ტი, რო­მე­ლიც თა­ვად მი­ი­ღებ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. კომ­პი­უ­ტერს არ შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის მარ­თვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ხომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უნ­და მუ­შა­ობ­დნენ და არა მან­ქა­ნე­ბი. თუმ­ცა ამ­ჟა­მად ია­პო­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ ისე­თი რო­ბო­ტე­ბის შექ­მნა­ზე, რომ­ლე­ბიც მო­ხუ­ცე­ბულ­თა და ინ­ვა­ლიდ­თა დახ­მა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ. შე­საძ­ლო­ა, "ა­და­მი­ა­ნი­სე­ბუ­რად მო­აზ­როვ­ნე" მან­ქა­ნე­ბი მა­ლე გა­მოჩ­ნდეს.

4. კი­ნო­ფილ­მე­ბი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა, 3D ფორ­მატ­ში - დღეს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ყო­ვე­ლი მე­სა­მე ფილ­მი ამ ფორ­მატ­ში გა­დის.

5. ტექ­ნი­კას აღარ დას­ჭირ­დე­ბა ელექ­ტრო­სა­დე­ნი - ყვე­ლა­ფე­რი ბა­ტა­რე­ებ­სა და აკუ­მუ­ლა­ტო­რებ­ზე იმუ­შა­ვებს.

დი­ა­ხაც, დღეს ჩვენ მე­ტის­მე­ტად ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­სა­მუხტ მოწყ­ო­ბი­ლო­ბებ­ზე. ტე­ლე­ფო­ნე­ბი, პლან­შე­ტე­ბი, მაკ­ბუ­კე­ბი - და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, რაც აკუ­მუ­ლა­ტორ­ზე მუ­შა­ობს. თუმ­ცა ჩამ­რთველ­ზე დი­დად ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რად­გან მუდ­მი­ვი ძრა­ვა ჯერ არ გა­მო­უ­გო­ნე­ბი­ათ.

6. ტე­ლე­ფო­ნე­ბი პორ­ტა­ტუ­ლი იქ­ნე­ბა, მათ ეკ­რა­ნებს კი დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის შე­სას­წავ­ლად, წიგ­ნე­ბის წა­სა­კითხ­ად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. კავ­ში­რი თა­ნამ­გზავ­რით დამ­ყარ­დე­ბა - და მარ­თლაც, დღეს ჩვენს ტე­ლე­ფო­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლაფ­რის ჩატ­ვირ­თვა - წიგ­ნე­ბის, ფილ­მე­ბის, მუ­სი­კის, თა­მა­შე­ბის.

7. სა­ქონ­ლი­სა თუ მა­სა­ლის მი­წო­დე­ბას პნევ­მა­ტუ­რი ფოს­ტა უზ­რუნ­ველ­ყოფს - დღეს ინ­ტერ­ნეტ­ში ყვე­ლაფ­რის ყიდ­ვა შე­იძ­ლე­ბა, დაწყ­ე­ბუ­ლი წამ­ლით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნით. 50 წლის წინ კი ამა­ზე ვერც იოც­ნე­ბებ­დნენ.

8. 2014 წლის­თვის უპი­ლო­ტო ხო­მალ­დე­ბი მარსს მი­აღ­წე­ვენ. შე­მუ­შავ­დე­ბა მარ­სის კო­ლო­ნი­ის პროგ­რა­მა - ა­სეც არის: მარ­სმა­ვა­ლი  2012 წლი­დან კვეთს წი­თელ პლა­ნე­ტას. მარ­სზე და­სა­სახ­ლებ­ლად კი უკ­ვე 1058 კან­დი­და­ტი შე­არ­ჩი­ეს.

9. დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბის რაოდენობა 6,5 მი­ლი­არდს მიაღწევს - 2014 წლის 1-ლი იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, დე­და­მი­წის მო­სახ­ლე­ო­ბამ 7 მლრდ 137 მლნ 577 ათას 750 კა­ცი შე­ად­გი­ნა - თით­ქმის გა­მო­იც­ნო!

10. სას­კო­ლო პრო­ცე­სის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბი იქ­ნე­ბა - დი­ა­ხაც, დღეს ინ­ფორ­მა­ტი­კას უკ­ვე დაწყ­ე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან სწავ­ლო­ბენ, თუმ­ცა ეს სა­გა­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია და არა - ძი­რი­თა­დი.

11. კა­ცობ­რი­ო­ბა მოწყ­ე­ნი­ლო­ბის­გან და­ი­ტან­ჯე­ბა, ამი­ტო­მაც ფსი­ქი­ატ­რია ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო დის­ციპ­ლი­ნა იქ­ნე­ბა.

დღეს, რო­ცა ყვე­ლა საქ­მეს მან­ქა­ნა ას­რუ­ლებს - რეცხ­ავს, ხარ­შავს, ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის - ადა­მი­ანს ვე­ღა­რა­ფე­რი მო­უ­ფიქ­რე­ბია თა­ვის შე­საქ­ცე­ვად, ამი­ტო­მაც ფსი­ქი­ატ­რე­ბი­სა და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბის გა­რე­შე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაც უჭირს.

უნ­და ით­ქვას, რომ აი­ზეკ აზი­მო­ვი არ ყო­ფი­ლა ერ­თა­დერ­თი, ვინც მო­მავ­ლის გან­ჭვრე­ტა სცა­და. იმ­ხა­ნად ბევ­რი ფან­ტას­ტი მწე­რა­ლი ცდი­ლობ­და კა­ცობ­რი­ო­ბის მო­მა­ვალ­ში "ჩა­ხედ­ვას", თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლის წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბა ცო­ტამ თუ შეძ­ლო. აზი­მო­ვიც ამ მცი­რე­თა რიცხ­ვში­ა.

ნატა ენუქიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს