9 აპრილის უსინათლო მომღერლის განსაცდელი და ცოტნე გამსახურდიას ემოციური მხარდამჭერი პოსტი

9 აპრილის უსინათლო მომღერლის განსაცდელი და ცოტნე გამსახურდიას ემოციური მხარდამჭერი პოსტი

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ლელა ვეფხვაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს. შეგახსენებთ, ლელა ვეფხვაძე იმ უსინათლო გოგონებიდან ერთ-ერთი გახლავთ, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს ქართველ ხალხს სიმღერით ამხნევებდა

"უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით, გულს თუ დამადგა, ვერც დავახველო... ახლა არ დამიწყოთ, ქვეყანა რა შუაშია, ხალხი არ ვარგაო! ქვეყანა სწორედ ხალხის, ტერიტორიის და სხვა ფაქტორთა ერთობლიობაა. Родина, предавшая своих солдат, разве это родина?! (((( ხალხი, რომელმაც ვერ უზრუნველყო ის, რომ ამ ტერიტორიულ წარმონაქმნში მსგავსი ადამიანები ხელგამოწვდილები არ იდგნენ..."ბრძენი ხალხის" სხვა დამსახურებებზე ახლა რომ არ ვილაპარაკო! ჯართის ქვეყანა...", - წერს ცოტნე გამსახურდია.

ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ გუშინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:

"დღეს გადაცემის შემდეგ ლელა ვეფხვაძემ დამირეკა. ეს ის ლელა ვეფხვაძეა, 9 აპრილს სამ უსინათლო ქალბატონთან ერთად რომ მღეროდა, როცა რუსეთის ტანკები და ჯარისკაცები რკალში გვიქცევდნენ ჩვენსავე ქვეყანაში, ჩვენსავე დედაქალაქის გულში.

მაშინ ბევრი გაამხნევა ამ უსინათლო გმირების შეძახილმა...

სამი მათგანი დღეს აღარ არის ამ ქვეყნად.

მხლოდ ლელა დარჩა ცოცხალი - პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო გმირი მომღერალი.

მაშინ, როცა რუსთაველზე ვიდექი და სიკვდილს თვალებში ვუყურებდი ჩემს მეგობრებთან ერთად, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 25 წლის შემდეგ ეს გმირი ქალბატონი დამირეკავდა და ტირილით დახმარებას მთხოვდა...

ის ქუჩაში დგას ზამთარ-ზაფხულ, მღერის და შეგროვებული შემწეობით ბინის ქირას იხდის.....

ამხელა ქვეყანაში ერთი პატარა კუთხე, ერთი ოთახი ვერ გამონახა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის გმირისთვის....

უხერხულია მგონი, არა?".

მაკა რაზმაძის პოსტი ელექტრონულ მედიაში გავრცელდა.

იხილეთ ასევე: უსინათლო მომღერლის რთული ცხოვრება და კონკურსებზე გულგატეხილი გოგონას იმედი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს