800 000 ფერმერი ხვნის ბარათს მიიღებს - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტი

800 000 ფერმერი ხვნის ბარათს მიიღებს - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო თებერვლიდან მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის განხორციელებას იწყებს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტის მიზანია მცირემიწიან ფერმერთა საქმიანობის სტიმულირება და მათთვის რთულ და შრომატევად ხვნის პროცესში ხელშეწყობა.

მინისტრის განმარტებით, უწყებამ 2013 წლის გამოცდილება გაითვალისწინა და პროექტის ფარგლებში წელს ქვეყნის მასშტაბით 800 ათასი ბენეფიციარი მიიღებს ხელშეწყობას.

"გასულ წელს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ვერ მოხვდა პროექტში. წელს ეს გავითვალისწინეთ და ყველა მიწის მესაკუთრე, ვინც ფლობს 1,25 ჰექტარს და ნაკლებს ამ დახმარებას მიიღებს. ასევე, თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებზე შემოერთებული სოფლების მოსახლეობა, რომლებიც ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ასევე მიიღებენ ხელშეწყობას. ამის შესახებ უკვე ვაცნობეთ თბილისის საკრებულოს და აჭარის მთავრობას", - განაცხადა ფიფიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ცნობით, დაგეგმილია მრავალი ინოვაციაც, კერძოდ ხვნის ბარათის გარდა მიწის მესაკუთრეები მრავალჯერადი პლასტიკური აგრობარათით ისარგებლებენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს მიიღებენ.

"ამ მიკროპროექტში ჩვენ ვთანამშრომლობთ "ლიბერთი ბანკთან" და 800 ათასი ფერმერი მიიღებს მრავალჯერად პლასტიკურ ბარათს", - განაცხადა შალვა ფიფიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ