ჟირინოვსკი საკუთარი პარტიის წევრებს კვარტალში მხოლოდ ერთი სქესობრივი აქტის უფლებას აძლევს

ჟირინოვსკი საკუთარი პარტიის წევრებს კვარტალში მხოლოდ ერთი სქესობრივი აქტის უფლებას აძლევს

რუსეთის ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ პარტიის წევრებს სექსუალური ცხოვრების ნორმატივები დაუწესა. როგორც РИА Новости წერს, ჟირინოვსკიმ თანაპარტიელებს მოსთხოვა, სექსით კვარტალში მხოლოდ ერთხელ დაკავდნენ.

"პორნოგრაფიის გავლენით ახალგაზრდა თაობას უყალიბდება ნორმა: რაც მეტი, მით უკეთესი. არადა, რაც ნაკლებია, მით უფრო კარგია. და მხოლოდ მაშინ, როდესაც ორმხრივი სიმპათია არსებობს. სტანდარტი: კვარტალში ერთხელაა - წელიწადში 3-4 -ჯერ საკმარისია",- განაცხადა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.

ჟირინოვსკის აზრით, ცხოვრების ჯანსაღი წესი ჭარბი სექსისგან თავშეკავებასაც გულისხმობს. გარდა ამისა, პოლიტიკოსის თქმით, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ალკოჰოლზე, თამბაქოსა და ხორცის ჭამაზე უარის თქმა.

2008 წელს კომპანია Durex-ის ჩატარებული კვლევის შედეგებით, რუსეთი შედის მსხვილი ქვეყნების სამეულში, რომლის მაცხოვრებლებსაც სექსი ყველაზე ხშირად აქვთ: საშუალოდ წელიწადში 143-ჯერ. რუსების დაახლოებით 80%-ს სექსუალური ურთიერთობა მინიმუმ კვირაში ერთხელ აქვს.

მომზადებულია РИА Новости-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს