რობერტ სტურუა: კანტზე რომ საუბრობთ უნიჭო სექსით აფეთქებულნი... რა დროს დემოკრატიაა!

რობერტ სტურუა: კანტზე რომ საუბრობთ უნიჭო სექსით აფეთქებულნი... რა დროს დემოკრატიაა!

რეჟისორი რობერტ სტურუა ბოლო პერიოდის აქტუალურ თემებს Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსით ეხმაურება.

"პატრული ეზოში რომ შემოგივარდებათ, იქნებ ივანიშვილს მიმართოთ! სიდედრი თუ აგიმხედრდათ, იქნებ ბატონ ბიძინას სთხოვოთ დახმარება?! ის უცნაური ქაჯები, თავზე რომ გაჯდნენ 10 წელი, პატარა წინააღმდეგობა მაინც გაგეწიათ!

ახლა მაინც მოდით გონს, ხალხო! რა დროს მიტინგებია ორსულობის წინააღმდეგ, ჯერ ბოროტება და ცოცხები ამოგლიჯეთ საკუთარი სულებიდან. რა დროს დემოკრატიაა, როცა ჯერ ჯალათებთან ერთად შარდენზე ვითომ კანტზე რომ საუბრობთ უნიჭო სექსით აფეთქებულნი...

ო, საქართველო, ნუთუ ერთი ელექტრაც არ დაიბადება შენ წიაღში, შური რომ იძიოს დამცირების გამო! ამ-ვან-ამ!,"- წერს სტურუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს