"ასეთ მოთხოვნებზე მინიმალური სახელფასო ზღვარი 1000 ლარი უნდა იყოს" - იუნა შაფათავა დამსაქმებლებს აკრიტიკებს

"ასეთ მოთხოვნებზე მინიმალური სახელფასო ზღვარი 1000 ლარი უნდა იყოს" - იუნა შაფათავა დამსაქმებლებს აკრიტიკებს

მსახიობი იუნა შაფათავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დამსაქმებელთა მოთხოვნების შეუსაბამო მინიმალურ სახელფასო ზღვარს აპროტესტებს.

"როდის დაწესდება მინიმალური სახელფასო ზღვარი ასეთ მოთხოვნებზე 1000 ლარი? U kidding guys? ) (ხუმრობთ?) ახლა მოვიდა "მაილზე" და დავდე :)) გეყოფათ ადამიანების დაცინვა - ნუ აქვეყნებთ მაინც სირცხვილია!!!

ყველა მეთანხმებით, რომ დაცინვაა არა?! 400 ლარი პენსიისთვისაც არ კმარა, ამას არც ვიცი უკვე რა დავარქვა - ეს სტანდარტული მოთხოვნა და სტანდარტული ხელფასი უკვე მერამდენე თვეა მიანიშნებს, რომ ძალიან დაბნელდა.

და რეალურ სამსახურებში არარეალურ ხელფასებზე კონკურსი არასოდეს ცხადდება. მოგწონთ???? ვისაც შვილი ჰყავს და ავადმყოფი მოხუცები? იმან რა ქნას????

სასაცილო ისაა, რომ ასეთ მოთხოვნებს კარგ ხელფასზე როცა მიყავთ, უგულვებელჰყოფენ. ამიტომაა მერე 1 უჯრედიანები რომ ასეთ მოთხოვნებს უყენებენ 2 უჯრედიანებს და თავი ბოსსებად მოაქვთ...

ეს ეკონომიკური დეპრესიაა, და არავინ აღიარებს.

აქ სახელმწიფოს არეგულირებს წლებია, ის, ვინც დამნაშავეა და საჩივლელია... ყველა სფეროში) მაფია რულზ )))", წერს შაფათავა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს