10 ქვეყანა, სადაც მასობრივად ლამაზი ქალები ცხოვრობენ

10 ქვეყანა, სადაც მასობრივად ლამაზი ქალები ცხოვრობენ

ვებსაიტმა AskMEN მამაკაცებს იმ ქვეყნების სია წარუდგინა, სადაც მასობრივად ლამაზი ქალები ცხოვრობენ.

პირველ საპატიო ადგილზე ბრაზილიის ქალაქი რიო-დე-ჟანეირო გავიდა; როგორც ჟურნალისტი წერს, რიო ცნობილია თვალწარმტაცი სანაპიროთი და ცეცხლოვანი ქალებით. ლამაზი ქალები, სანაპირო ზოლი და ღამის გართობა - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ რიოში ვიზიტი იმაზე მეტხანს გაგრძელდება, ვიდრე გეგმავდით.

მეორე ადგილი შავგვრემანმა და ტემპერამენტიანმა იტალიელებმა დაიკავეს. AskMEN-ის რჩევით, მამაკაცი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს მილანს. მილანი მოდის ცენტრია და რა გასაკვირია, რომ ქალაქში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძელფეხება მოდელები დადიან. "მილანი მიმზიდველი მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოდელების წყალობით არაა; იტალიელი ქალები ყოველთვის გამოირჩეოდნენ - მონიკა ბელუჩი იტალიელია და ამით ყველაფერი ნათქვამია", - წერს AskMEN.

მესამე ადგილი ვენესუელას დედაქალაქ კარაკასს ერგო. რეიტინგში ვენესუელას შესვლა არავის გააკვირვებს, რადგანაც ყველა საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე ამ ქვეყნის წარმომადგენელი იმარჯვებს, ან ფინალისტთა შორისაა.

რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. რიო-დე-ჟანერიო, ბრაზილია

2. მილანი, იტალია

3. კარაკასი, ვენესუელა

4. კოპენჰაგენი, დანია

5. პრაღა, ჩეხეთი

6. მაიამი და ლოს-ანჯელესი, აშშ

7. სტოკჰოლმი, შვედეთი

8. მონრეალი, კანადა

9. თელ-ავივი, ისრაელი

10. ჰონგკონგი, ჩინეთი

მომზადებულია AskMEN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს