ლელა კილაძე გიგი უგულავასთან დაშორებაზე ჭორებს პასუხობს

ლელა კილაძე გიგი უგულავასთან დაშორებაზე ჭორებს პასუხობს

ყოფილი მერის გიგი უგულავას მეუღლე, ლელა კილაძე მისი გათხოვების შესახებ გავრცელებულ ჭორებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"მსურს გამოვეხმაურო ჭორს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მეუღლეს გავშორდი და გუკა რჩეულიშვილზე ვიქორწინე.

ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი.

საინფორმაციო სააგენტოებს ვთხოვ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საქმიანობას.

მესმის, რომ გიგი უგულავას სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი ოჯახი საჯარო ყურადღების ცენტრშია და მსგავსი ჭორების მიმართ თმენის ვალდებულება გვაკისრია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე და გიგი უგულავას გვყავს 5 მცირეწლოვანი შვილი და ამ ტიპის კამპანია, პირველ რიგში მათ აყენებს ტრავმას.

წინასწარ გიხდით დიდ მადლობას", - წერს ლელა კილაძე.

ქალაქში გავრცელდა ჭორი, რომ ყოფილი მერის მეუღლემ, ლელა კილაძემ კინოპროდიუსერ გუკა რჩეულიშვილთან ერთად საქართველო დატოვა და სავარაუდოდ, მას ცოლად გაჰყვა.

იხილეთ ასევე: ინფორმაცია გიგი უგულავას ცოლის გათხოვების შესახებ მცდარი აღმოჩნდა

თამარ ჩერგოლეიშვილი - ლელა კილაძე კვლავინდებურად გიგი უგულავას ცოლია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია