კანადელმა წყვილმა ქალიშვილისთვის სახელის შერჩევა ინტერნეტს ანდო

კანადელმა წყვილმა ქალიშვილისთვის სახელის შერჩევა ინტერნეტს ანდო

კანადელმა სტივენ მაკლაფლინმა საიტი შექმნა, რომლის სტუმრებს მისი მომავალი ქალიშვილისთვის სახელის შერჩევა შეუძლიათ. საიტის ერთ ვიზიტორს შეუძლია, ბავშვის სახელის ამა თუ იმ ვარიანტს დღე-ღამეში ერთხელ მისცეს ხმა.

ხმის მიცემა საიტ Namemydaughter.com-ზე მიმდინარეობს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება მაინც გოგონას მშობლებს რჩებათ. ბავშვი 2014 წლის 2 აპრილს უნდა დაიბადოს.

ამჟამად არჩევნებში სახელი კთულჰუ (მწერალ ჰოვარდ ლავკრაფტის მოგონილი ღვთაების სახელი) ლიდერობს, რომელმაც დაახლოებით 9500 ხმა მოაგროვა. მეორე ადგილზეა სახელი ოლ-სპარკია (All-Spark).

სტივენი და მისი მეუღლე პირველი მშობლები არ არიან, რომელთაც სახელის ამოსარჩევად ინტერნეტის მომხმარებლებს მიმართეს. 2010 წელს რომი ალიპინელიმ და მისმა მეუღლემ საიტ FabFind-ის მომხმარებლებს ქალიშვილისთვის სახელის ამორჩევაში დახმარება სთხოვა. მათ დაახლოებით 1300 ვარიანტი შესთავაზეს.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს