კახა კალაძემ ღარიბაშვილის სიმამრს Harley-Davidson-ი აჩუქა

კახა კალაძემ ღარიბაშვილის სიმამრს Harley-Davidson-ი აჩუქა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, გენერალ თამაზ თამაზაშვილს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოტოციკლი Harley-Davidson-ი აჩუქა. ამის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დეპუტატი გოგა ხაჩიძე წერს.

"რომის პაპს ბაიკერებმა Harley-Davidson-ის მოტოციკლეტი აჩუქეს.

რომის პაპი აპირებს მოტოციკლეტი საქველმოქმედო მიზნებისთვის აუქციონზე გაყიდოს.

თამაზ თამაზაშვილსაც ჰყავს Harley-Davidson. როგორც ვიცი, კახი კალაძემ აჩუქა.

თამაზაშვილი მოტოციკლეტის გაყიდვას, მით უმეტეს საქველმოქმედო მიზნებისთვის არ აპირებს. ის უბრალოდ სეირნობს.

ამ შემთხვევაში პრეტენზია ვერავისთან მექნება, უბრალოდ ფაქტს ვაფიქსირებ", - წერს ხაჩიძე.

ცნობისთვის, რომის პაპი ნაჩუქარ Harley-Davidson-ის მოტოციკლსა და ქურთუკს გაყიდის. ნივთები პარიზში აუქციონზე გაიყიდება. გაყიდვებიდან შემოსული თანხა რომში უფასო სასადილოსა და უსახლკაროთათვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას მოხმარდება.

მოტოციკლი Dyna Super Glide პონტიფიკს გასული წლის ივნისში, კომპანია Harley-Davidson-ის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს