ნიუ-იორკის ქუჩაში "ეშმაკის ჩვილი" გამოჩნდა

ნიუ-იორკის ქუჩაში "ეშმაკის ჩვილი" გამოჩნდა

17 იანვარს კინოთეატრებში ამერიკული საშინელებათა ფილმის "ეშმაკის ვალი" პრემიერა გაიმართება.

რეჟისორსა და პროდუსერებს ფილმის რეკლამირების ორიგინალური იდეა მოუვიდათ - საბავშვო ეტლში თოჯინა ჩასვეს, რომელიც ნებისმიერ თქვენგანს შეაშინებს - თოჯინა ქუჩაში განათავსეს და თავზარდაცემულ გამვლელებს ვიდეო გადაუღეს. 

ქალაქში თოჯინის გამოჩენას დიდი ხმაური მოჰყვა; ნიუ-იორკელების ყურადღებას ქუჩაში მიტოვებული საბავშვო ეტლი და პატარას ტირილის ხმა იპყრობს, თუმცა "განსაცდელში" მყოფი ჩვილის დასახმარებლად მისული ადამიანი თავს საშინელებათა ფილმის გმირად გრძნობს.

როგორც რეჟისორი ამბობს, მაყურებელს 17 იანვარს "ძალიან საინტერესო და საზარელი სანახაობა ელის".

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს