რომის პაპმა მღვდლებს, რომლებიც გაუთხოვარი ქალის შვილის მონათვლაზე უარს ამბობენ, ფარისევლები უწოდა

რომის პაპმა მღვდლებს, რომლებიც გაუთხოვარი ქალის შვილის მონათვლაზე უარს ამბობენ, ფარისევლები უწოდა

რომის პაპმა ფრანცისკ I-მა სიქსტის კაპელაში 32 ბავშვი მონათლა, პატარებიდან ერთ-ერთი დაუქორწინებელი წყვილის შვილი იყო.

პაპმა ამ გზით მღვდლები წაახალისა, რომ გაუთხოვარი ქალის შვილები მონათლონ, რათა შთამომავლობა ქრისტიანული რწმენის გზით წავიდეს; პაპმა მღვდლებს, რომლებიც დაუქორწინებელი წყვილების შვილების მონათვლაზე უარს ამბობენ, ფარისევლები უწოდა.

"მშობლებო, თქვენი შვილი უნდა მოინათლოს, რამდენიმე წელში მათ თავად ეყოლებათ შვილები, ან შვილიშვილები და ისინიც უნდა მოინათლონ. ასე მიდის რწმენის ჯაჭვი. რას ნიშნავს ეს? თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ჯაჭვს გადასცემს, თქვენი ვალია, შვილებს რწმენა გადასცეთ. რწმენა ყველაზე ლამაზი მემკვიდრეობაა, რომელსაც მათ დაუტოვებთ", - განაცხადა პაპმა.

ამასთან, ფრანცისკმა ტრადიცია დაარღვია და უარი თქვა გრძელი, ფორმალური სიტყვა ეთქვა და კათოლიკეებს მცირე ზომის ფურცელზე დაწერილი ტექსტით მიმართა, რომელიც თავად დაწერა.

მომზადებულია worldobserveronline.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს