ჩინელმა ფერმერებმა ფულისგან კედელი ააგეს

ჩინელმა ფერმერებმა ფულისგან კედელი ააგეს

ჩინელმა ფერმერებმა, რომელთაც კოოპერატივმა 2013 წლის შედეგებით, დივიდენდები გადაუხადა, მიღებული ფულით კედელი ააგეს.

არსებული ინფორმაციით, სიჩუანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში ფულისგან ორი მეტრის სიგანისა და ნახევარი მეტრის სიმაღლის კონსტრუქცია აშენდა. სულ კედლის შექმნას დაახლოებით 13,1 მლნ იუანი (დაახლოებით 2,2 მლნ დოლარი) დასჭირდა.

ფული სოფელში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მიიტანეს. სანამ ფერმერებს ფულს მისცემდნენ, გარკვეული დროის მანძილზე დარაჯობდნენ. ღამით შესაძლო ძარცვა რომ აეცილებინათ თავიდან, მათ ფულისგან ლეიბები და ბალიშები გააკეთეს. 

კოოპერატივში, რომელმაც ფერმერებს ფული გადაუხადა, ბოსტნეულის მინდვრები და ხილის პლანტაციები შედის.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს