შვილის გადასარჩენად წყალში შესულ ქალს მეხი დაეცა

შვილის გადასარჩენად წყალში შესულ ქალს მეხი დაეცა

ბრაზილიაში, სან-პაულუს შტატში მდებარე კურორტ გუარუჟაზე ტრაგიკული ინციდენტი მოხდა - შვილის გადასარჩენად წყალში შესული 36 წლის როსანგელა ბიავატი მეხის დაცემის შედეგად ოჯახის წევრების თვალწინ გარდაიცვალა.

ადამიანი, რომელიც მოვლენას სამოყვარულო კამერით იღებდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასეთი საზარელი კადრის გადაღება მოუწევდა. როსანგელა 11 წლის ვაჟს და ძმის შვილებს უყვიროდა, რომ ოკეანიდან ამოსულიყვნენ, რადგან ამინდი უარესდებოდა. მოგვიანებით ბავშვების გამოსაყვანად წყალში თავად შევიდა, მაგრამ მოულოდნელად მეხი დაეცა. ადგილზე მყოფი 3 მამაკაცი და მისი მეუღლე წყალში შევიდნენ და როსანგელა ნაპირზე გამოიყვანეს.

"ამინდი უარესდებოდა და ჰორიზონტი ნისლით დაიფარა. ვიდრე გაწვიმდებოდა, სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ. მანქანაში ჩანთებს ვალაგებდი. შემდეგ კი ეს საშინელება მოხდა", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე ლეანდრო ლოპეს სანტოსი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს