5 წლამდე ბავშვს "მეფესავით" უნდა მოექცე - ბავშვის აღზრდის ტიბეტური მეთოდი

5 წლამდე ბავშვს "მეფესავით" უნდა მოექცე - ბავშვის აღზრდის ტიბეტური მეთოდი

არ დაამციროთ ბავშვი და ნუ მიაყენებთ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას!

ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ბავშვს სცემენ, არის ის, რომ მას არ შეუძლია ხურდის დაბრუნება.

5 წლამდე ბავშვს "მეფესავით" უნდა მოექცე. არაფერი უნდა აუკრძალო და მხოლოდ ყურადღება გადაატანინო. თუ ის რაიმე საშიშს აკეთებს, მიიღეთ შეშინებული სახე და აღშფოთებული ხმა გამოეცით. ბავშვს მხოლოდ ეს ენა ესმის.

ამ დროს ყალიბდება აქტივობა, ცნობისმოყვარეობა, ცხოვრების მიმართ ინტერესი. მაგალითად, როცა ბავშვი ტეხავს ვაზას, ამ დროს ის ვერ ხვდება, რომ იმისათვის, რომ ეს ვაზა გეყიდათ, ბევრი იმუშავეთ. ამიტომაც დასჯას ის აღიქვამს, როგორც ძლიერის მხრიდან დაჩაგვრას. თქვენ მას ამ საქციელით იმას კი არ ასწავლით, რომ აღარ გატეხოს ვაზა, არამედ - ძლიერისადმი მორჩილებას.

მეორე პერიოდი: 5-დან 10 წლამდე

ამ დროს ბავშვს ისე უნდა მოექცეთ, როგორც მონას. დაუსახოთ ამოცანები და მოსთხოვოთ მათი შესრულება. შეგიძლიათ დასჯა შეუსრულებელი სამუშაოსთვის (თუმცა არა ფიზიკურად). ამ დროს აქტიურად ვითარდება ინტელექტი. ბავშვმა უნდა ისწავლოს პროგნოზის გაკეთება ადამიანების ქმედებებზე, დაიმსახუროს კარგი დამოკიდებულება და თავიდან აიცილოს უარყოფითი. ნუ მოერიდებით ამ პერიოდში ბავშვის დატვირთვას ცოდნით.

მესამე ეტაპი: 10-დან 15 წლამდე

როგორ აღვზარდოთ ბავშვი ამ პერიოდში? როგორ მოვექცეთ მას? როგორც თანასწორს. არა, როგორც თანატოლს, არამედ როგორც "თანასწორს", რადგან თქვენ მაინც მასზე მეტი გამოცდილება და ცოდნა გაქვთ.

ჰკითხეთ მას რჩევა ყველა მნიშვნელოვან საკითზე, განუვითარეთ მას დამოუკიდებლობის გრძნობა. თქვენი სურვილი და ნება საკითხის განხილვისას ფრთხილად და შეუმჩნევლად, მინიშნებებითა და რჩევებით მიაწოდეთ. იხილეთ სტატიის გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს