ექიმი, რომელიც ბოლო 20 წელია უსახლკაროებს უფასო სამედიცინო დახმარებას უწევს

ექიმი, რომელიც ბოლო 20 წელია უსახლკაროებს უფასო სამედიცინო დახმარებას უწევს

აშშ-ში, ქალაქ პიტსბურგში ექიმი ჯიმ უიტერსი 20 წელია ადგილობრივ უსახლკაროებს სრულიად უანგაროდ ეხმარება.

ექიმი ყოველ ღამე ქუჩაში გადის და ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, კონსულტაციას უწევს და ხშირად მედიკამენტებსაც აწვდის. მას ადგილობრივები "ქუჩის ექიმის" სახელით იცნობენ. იმისთვის, რომ უსახლკაროებმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნონ, ჯიმი ძველმანებს იცვამს.

1994 წლიდან დღემდე მან 1 200-ზე მეტი უსახლკარო განკურნა და ქუჩაში სიკდილისგან იხსნა. დღეს უკვე საკუთარ კამპანიას კურირებს, სადაც მოხალისეები და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მუშაობენ - ამერიკელ მედიკოსთა ჯგუფი მთელი ღამე უსახლკარო ადამიანთა განკურნებაზე ზრუნავს.

უსახლკაროების თქმით, მათ მშვიდად სძინავთ, რადგანაც იციან, რომ "ქუჩის ექიმი" მათ გვერდითაა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს