ძაღლი გარდაცვლილ პატრონს 5 წელია ელოდება

ძაღლი გარდაცვლილ პატრონს 5 წელია ელოდება

ბოლივიაში, ქალაქ კოჩაბამბაში ძაღლის, ჰაჩის ამბავი ჰოლივუდის ფილმის სცენარს მოგაგონებთ. ის 5 წელია გარდაცვლილ პატრონს ერთსა და იმავე ადგილას ელის. ადგილობრივების თქმით, ძაღლი გაჩერებაზე ყოველ დღე მიდის და პატრონს ელოდება.

"მისი პატრონი 5 წლის წინ ავტოავარიაში დაიღუპა. ძაღლი მას შემდეგ ყოველ დღე მოდის და მას ელოდება. ჰაჩი ქვაფენილზე მშვიდად ზის და გზას უყურებს. ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც მისთვის საკვები მიაქვთ. არც კი ვიცი, ადამიანს ასეთი ერთგული სიყვარული თუ შეუძლია", - ამბობს ადგილობრივი რომან ლუჯან ბილბაო.

ჰაჩმა ბევრი მეგობარიც შეიძინა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს