ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ყველა კომედიანტი ცოტა შეშლილია

ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ყველა კომედიანტი ცოტა შეშლილია

ბრიტანელი მკვლევარები, რომელთაც ორივე სქესის 500-ზე მეტი კომედიანტი შეისწავლეს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ იუმორისტებსა და სატირიკოსებს ფსიქოზური მახასიათებლები აქვთ.

ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ადამიანები, რომელთაც სიცილი პროფესიად აქციეს, ძლიერი ინტროვერტები არიან, ამასთან ისინი დროდადრო ექსტრავერსიას განიცდიან. ბევრი კომედიანტისთვის წარმოდგენები თერაპიის ფორმაა, დასძენენ ანალიტიკოსები.

კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის და ფონდ Berkshire Healthcare NHS-ის ფსიქოლოგებმა ჩაატარეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა გორდონ კლარიჯმა განაცხადა, რომ იუმორის შესაქმნელად აუცილებელი შემოქმედებითი ელემენტები საოცრად ჰგავს ელემენტებს, რომელიც ფსიქოზით, შიზოფრენიით და ბიპოლარული აშლილობით დაავადებული ადამიანის კოგნიტური სტილის ქცევისთვისაა დამახასიათებლი.

მეცნიერის თქმით, შიზოფრენიულ ფსიქოზს შეიძლება დამღუპველი შედეგი ჰქონდეს იუმორისთვის, მაგრამ შეუძლია ადამიანებში გამოგონების, ან არასტანდარტულად აზროვნების უნარი გაააქტიუროს.

მომზადებულია Medicinform.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს