ინგლისში, საგრაფო კამპრიაში მცხოვრები ემილი სკრუგამი და პიტერ დანი მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი მშობლები არიან, მათი 4 შვილი სხვადასხვა წელს ერთსა და იმავე თვესა და რიცხვში - 12 იანვარს დაიბადა.
5 წლის სემი, 2 წლის ტყუპები ბრუკი და ნიკოლი და ახალშობილი რაიანი 12 იანვარს გაჩნდნენ.
"ასეთ დამთხვევას გინეკოლოგები იღბალს მიაწერენ. ყველა ბავშვი სხვადასხვა დროს უნდა დაბადებულიყო, მაგრამ 12 იანვარს გაჩნდნენ; მაგალითად, სემი 2 კვირის დაგვიანებით მეყოლა, ტყუპები 1 თვით ადრე გავაჩინე, ხოლო რაიანი 3 დღით გვიან. წარმოიდგინეთ, ოთხივე შვილის დაბადების დღეს 12 იანვარს ვზეიმობთ", - ამბობს ემილი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.