რუსეთში მინიმუმ ოთხი მართლმადიდებლობაა, არც ჩვენთანაა საქმე უკეთესად - კოკო გამსახურდია

რუსეთში მინიმუმ ოთხი მართლმადიდებლობაა, არც ჩვენთანაა საქმე უკეთესად - კოკო გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში არსებული "რამდენიმე მართლმადიდებლობის" შესახებ წერს.

"რუსი მართლმადიდებელი დოქტორი, თეოლოგი ბასილ ლურიე აღნიშნავს, რომ დღეს რუსეთში მინიმუმ ოთხი მართლმადიდებლობაა და თითოეულ მათგანს თავისი ღმერთი სწამს. ერთს სწამს "ხელმძღვანელობის", შესაბამისად სწამს ღმერთისა, როგორც უმთავრესი ხელმძღვანელისა. ამ სარწმუნოებას ჩვენ კარგად ვიცნობთ - საკმარისია ჩართო ტელევიზორი გარკვეულ მომენტებში და მოუსმინო "ოფიციალური პირების" კომენტარებს. მეორე მართლმადიდებლობას სწამს ფოლკლორი. ეთნოგრაფიულია ასეთი სარწმუნოება - როგორც მიაფურთხებ და შეუბერავ, ისე მოგეგება. (как дунешь, как сплюнешь, так и воздастся тебе.) ის, სხვათა შორის ისეთი სასაცილოც არაა, როგორც გვეჩვენება. მესამე მართლმადიდებლობა - ჰიპურია. ეს გასაგებია, რომელიცაა ("მან ბრძანა, რომ ყველას ყველა უყვარდეს", როგორც ამაზე ირონიულად მღეროდა მაიკი) იგი უყვარს ინტელიგენციას. მეოთხე კი, ლურიეს თქმით, ესაა პანკ-მართლმადიდებლობა. ეს ნიშნავს რელიგიას, როგორც უწინარეს ყოვლისა, სულიერ ომს, დაპირისპირებას.

არც ჩვენთანაა საქმე უკეთესად. პირველი ორი (პოლიტიზირებული რელიგია, როგორც ადმინისტრირება, ასევე ფოლკლორი-ეთნოგრაფია) ჩვენთან სრულად სახეზეა.

ჩვენი ნოვაციაა ამ მხრივ სასულიერო პირთა გაფეტიშება და "არა-განიკითხო"-ს რელიგია. იყო დაპირისპირების მეოთხე მიმდინარეობაც, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ იგი მნიშვნელოვნად შესუსტდა და გადავიდა უკანა პლანზე. ისინი ხომ პირდაპირ ამბობდნენ, რომ 2008 წელს საქართველოში ჩამოვარდნილი ბომბების უკან "უფალი იდგა", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს