ოზურგეთში გამგეობის შენობის წინ მანდარინის დაყრით იმუქრებიან

ოზურგეთში გამგეობის შენობის წინ მანდარინის დაყრით იმუქრებიან

ოზურგეთის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან მანდარინის დაყრით იმუქრება. მანდარინით დატვირთული ტრაილერი ურეკის პოლიციამ სოფელ მერიაში უკვე გააჩერა.

ტრაილერი 17 ოჯახის მანდარინითაა დატვირთული, რომელიც ციტრუსის ჩაბარებას რამდენიმე დღე ქობულეთში ელოდებოდა. 18 ტონა მანდარინიდან მხოლოდ 1 ტონა ჩაიბარეს, რასაც მოსახლეობაში პროტესტი მოჰყვა. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, მანდარინი გამგეობის წინ დაეყარათ.

ადგილზე მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე და პოლიციის უფროსი გოჩა ფერსაშვილი აწარმოებენ.

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა