პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ზარის ავტორი მთავრობას კვლავ ემუქრება

პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ ზარის ავტორი მთავრობას კვლავ ემუქრება

თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარის მკვიდრი 72 წლის ომარ ფანჩულიძე ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ფანჩულიძე საზოგადოებამ პარლამენტში ბომბის შესახებ განხორციელებული ანონიმური ზარით გაიცნო. მან რამდენიმე თვის წინ, პარლამენტში დარეკა და ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა, რის გამოც სხდომა ჩაიშალა.

"რას ვითხოვ ისეთს, რომ ვერ მიფინანსებენ, 800 ლარიანი ოპერაცია, მხოლოდ ერთი თვალი რომ მაინც გადავირჩინო. ვის არ მივმართე დეპუტატებიდან დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული, მაგრამ ყველა უარს მეუბნება. იმითაც კი არავინ დაინტერესებულა, რატომ დავრეკე პარლამენტში და რა იყო ამის მიზეზი? მხოლოდ დამაჯარიმეს და გონიათ ამით მორჩა. ეს არის ადამიანების აბუჩად აგდება. აღარაფერი მაქვს დასაკარგი. თუკი პასუხს არ მივიღებ, მაშინ ბომბის შესახებ ანონიმური ზარი მონაგონი იქნება, ისეთ რამეს ჩავიდენ, ჯერ რომ არავის გაუგონია და სამწუხაროდ მერე გვიანი იქნება", - განაცხადა ომარ ფანჩულიძემ.

ფანჩულიძე ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის მოსაგვარებლად 2 კვირინ ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა